აირჩიეთ გუნდი:

ავთანდილ ხურციძის მორიგი გამარჯვება



როფესიონალმა ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ IBO-ის (კრივის საერთაშორისო ორგანიზაციის) ვერსიით მსოფლიოს უძლიერესმა საშუალოწონოსანმა, მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. პრომოუთერული კომპანია Elite Boxing Promotion-ის მიერ 11 ივნისს, კიევის სპორტის სასახლეში ჩატარებული საკრივო საღამოს ცენტრალურ შეხვედრაში კოლუმბიელ დიონისიო მირანდას ორწუთნახევარში მოუგო.

მსოფლიოს საკრივო წრეებში "ტორნადოდ" წოდებულმა ქართველმა, კოლუმბიელ დიონისიო მირანდას პირველსავე რაუნდში ისე მძლავრად შეუტია, ეს უკანასკნელი ორჯერ დავარდა. პირველად წამოდგომა და ბრძოლის გაგრძელება შეძლო, მეორედ კი ვეღარ. ავთანდილ ხურციძეს პროფესიულ რინგზე 29 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

25-ჯერ იმარჯვა (15-ჯერ ნოკაუტით), 2-ჯერ დამარცხდა, 2-ჯერ კი ბრძოლა ფრედ დასრულდა. "მისტერ ნოკაუტად" წოდებული დიონისიო მირანდას ანგარიშზე კი 30 შეხვედრაა, რომელთაგანაც 21-ში იმარჯვა (18-ჯერ ნოკაუტით) და 7-ჯერ კი დამარცხდა.

წყარო: msy.gov.ge  
Загрузка...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

4

1818

{awards}

{awards-link}

#4

ავტორი: inter  

საღოლ, ასე უნდა ასახელოთ თქვენი ქვეყანა..

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: 13_FCB  

admin,
მართალი ხარ :D:D:D:D:D:D

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: admin  

პირველ რაუნდშივე გაიფინა :D

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: Mr.Black And White  

საგოლ ავთანდილ
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

დღის სიახლეები

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.