ახალგაზრდა ძიუდოისტების 4 ოქრო, 1 ვერცხლი, 6 ბრინჯაო

ჭადრაკი 11-აპრ, 20:439 Sportnews 3749 0





9-10 აპრილს, საბერძნეთის ქალაქ მუდანიაში გამართულ ევროპის თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 11 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაშიც გაჩემპიონდა.

გია გუგავას გაწვრთნილი გუნდიდან ჩემპიონის ტიტული გიორგი მესაბლიშვილმა (55 კგ), შალვა ნინიძემ (81 კგ), გიორგი მერმანიშვილმა (90 კგ) და ლევან მათიაშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს.

ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. ლერი ჭელიძე (55 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (60 კგ), ოთარ არჩვაძე (66 კგ), გიორგი ცნობილაძე, ელგუჯა ბიბილაშვილი (ორივე 100 კგ) და უშანგი კოკაური (+100 კგ) კი კვვვარცხლბეკისსს მესამე საფეხურზე ავიდნენ.

ევროპის თასის დასრულების შემდეგ საბერძნეთში ერთობლივი შეკრება დაიწყო და მასში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც ჩაერთო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა