ევროპირველობაზე პირველი საშეჯიბრო დღე დასრულდა

ჭიდაობა 19-მარ, 22:429 Sportnews 1198 1






სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი საშეჯიბრო დღე დასრულდა. ჩემპიონ-პრიზიორები სამწონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

ვაჟთა შორის 66 კილოგრამში გამართული შეჯიბრება სომეხმა დავიდ საფარიანმა მოიგო, ვინც ფინალურ ორთაბრძოლაში თურქ იაკუპ გორს აჯობა. ფინალური შეხვედრის ორივე პერიოდი უქულოდ დასრულდა, ბურთულის ამოღებისას კი ორივეჯერ საფარიანს გაუმართლა, ვისაც მიღებული უპირატესობის გამოყენება არ გასჭირვებია - 1:0, 1:0. 96-კილოგრამში ოქროს მედლისთვის უკრაინელი პავლო ოლეინიკი და პოლონელი სტანისლავ სკასკიევიჩი დაეჭიდნენ. გამარჯვება ოლეინიკს დარჩა. უკრაინელმა ფალავანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა. 48 კილოგრამში ჩატარებული ქალთა ევროპირველობა კი რუსმა ვალერია ჩეპსარკოვამ მოიგო, რომელმაც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ბრიტანელ იანა სტადნიკს 1:0, 1:0 სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ხვალ, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვაჟთა შორის შეჯიბრება 55 და 60 კილოგრამში ჩატარდება. ქალები საუკეთესოებს 51 და 59 კგ-ში გამოავლენენ. საქართველოს სახელით ხალიჩაზე გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60 კგ) გავლენ. ედიშერაშვილი შეჯიბრებას აზერბაიჯანელ იაშარ ალიევთან შეხვედრით გახსნის. ამ წყვილში გამარჯვებული მერვედფინალში გერმანელ კრაუზესა და ფრანგ ელ ქუარაქს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთვება, სადაც ესტონელ ალექსეი ბასკაკოვს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი უნგრელ იოზეფ მოლნარსა და აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს შორის საუკეთესოს დაეჭიდება. ნახევარფინალში, ქართველი მოჭიდავის გზა რუსეთის ნაკრების წევრის, ოპან სატის გზას კვეთს. ხვალ წინასწარი ეტაპის შეხვედრები 14:00 საათზე დაიწყება. ფინალური ორთაბრძოლები კი 18:00 საათზე.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Sportnews 19-მარ, 22:43

იმედია ხვალ მაინც გვასახელებენ ქართველები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018