ჭიდაობა
ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონიც გახდა ( + ვიდეო)

ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

პირველი ოქრო ამირან პაპინაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში დაისაკუთრა.

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფინალურ შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე კამალ ხან-მაგომედოვს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა.











კომენტარის დამატება