ზაგრების გრან პრი: ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

ჭიდაობა 03-მაი, 00:049 Sportnews 1356 0






2 მაისს, ზაგრებში მიმდინარე გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მოუტანა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში მონღოლი ცაგაანბაათარ ხაშბაათარი დააიპონა.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა პირველ წრეში ალბანელი იგლი რამოსაკაის აჯობა, შემდეგ კი ჰოლანდიელ სამ ვან ტ ვესტენდესა და მსოფლიოს პრიზიორ ვიქტორ სკვორტოვს (არაბეთის გაერთიანებული საემიროები). ლაშამ მეოთხედფინალში უკრაინელი არტიომ ხომულა ჩამოიცილა გზიდან, ნახევარფინალში კი ფრანგ პიერ დუპრატს სძლია იპონით.

ტურნირზე ბრინჯაოსთვის იბრძოლა ზებედა რეხვიაშვილმა (81 კგ), თუმცა რუსეთის სახელით მოასპარეზე ხასან ხალმურსაევს ვერ გაუმკლავდა.

დღეს ტურნირზე წარუმატებლად იასპარეზეს ფრიდონ გიგანმა (73), გიორგი პაპუნაშვილმა (81) და ქალთა ტურნირში საქართველოს ერთადერთმა წარმომადგენელმა ესტერ სტამმა (70).

Sportall.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018