ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების მიღმა დარჩა

ჭიდაობა 26-ივლ, 12:169 Sportnews 1914 0





საბოლოოდ გაირკვა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა. აღნიშნული ჩემპიონატი აგვისტოს ბოლოს ბუდაპეშტში გაიმართება.

საინტერესოა, რომ ირაკლი ცირიკიძის გადაწყვეტილებით მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაემგზავრება ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და ნიჭიერი ქართველი სპორტსმენი.

საქმე ავთანდილ ჭრიკიშვილს ეხება, ნაკრების მთავარ მწვრთნელს რვა კაცი ადრევე ჰყავდა შერჩეული, მეცხრე მონაწილე კი ლაშა გიუნაშვილს (66) , უშანგი მარგიანს (90) და ავთანდილ ჭრიკიშვილს (90) შორის უნდა გაკეთებულიყო, საბოლოოდ არჩევანი უშანგი მარგიანზე გაკეთდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი ასეთია

60 კგ. ამირან პაპინაშვილი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი
+100 კგ. გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა