ტედი რინერი საქართველოში მოდის

ტედი რინერი საქართველოში მოდის

4-09-2017, 17:30

ფრანგმა ძიუდოისტმა ტედ რინერმა (+100) მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეცხრედ ბუდაპეშტში მოიპოვა, 27 წლის უძლეველ ძიუდოისტს 2 ოლიმპიური ოქროც აქვს, რომელიც 2012 და 2016 წლებში მოიპოვა. ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესო 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმეწონოსნებს შორის გამართული ნახევარფინალი იყო, რომელშიც ტედ რინერს ქართველი გურამ თუშიშვილი შეხვდა. ქართველი და ფრანგი ფალავნების შეხვედრამ დიდი გამოხმაურება პოვა.

თუშიშვილმა რინერს არამხოლოდ საკადრისი მეტოქეობა გაუწია, არამედ ზოგიერთის აზრით გამარჯვებას სწორედ ის იმსახურებდა. ქართველი ძიუდოისტით აღფრთოვანებას არ მალავს არც თავად ტედ რინერი. ფრანგმა სპორტსმენმა ამის შესახებ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა:

„ნახევარფინალში დიდი სიამოვნება მივიღე, როცა ტატამს ვტოვებდი მე ქართველს მივულოცე. დიდი ხანია უკვე ასეთი კარგი ბრძოლა არ მქონია. ძალიან მომეწონა ბრძოლაშიც და ურთიერთობაშიც. ამიტომ ვფიქრობ, რომ სავარჯიშოდ საქართველოშიც წავალ.

ძალიან კარგი ბრძოლა იყო, გამაოცა, როდესაც ტატამიდან გავედი, მოვითხოვე რომ ენახებინათ ჩანაწერი. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ვაზარი არ ყოფილა. მე არ მინდოდა მისთვის გამარჯვება მომეპარა. ის ძალიან კარგი მებრძოლია“- აცხადებს ტედ რინერი.

წყარო : newposts.ge

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით