სამწუხარო ინფორმაცია ძიუდოდან, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ძალიან არ ესიამოვნება

ჭიდაობა 26-დეკ, 12:489 Sportnews 33416 0





ძიუდო საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტის სახეობაა, გულშემატკივრები ყოველთვის დიდი ინტერესით ელის ქართველი ძიუდოისტების გამოსვლას, ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა ბოლოს გამართულ სანქტ-პეტერბურგის მასტერსის შემდეგ, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენმა ნაკრებმა.

ამის ფონზე მართლაც გასაკვირია და სამწუხაროა, რომ 27-28 დეკემბერს გასამართი საქართველოს ჩემპიონატის ტელეტრანსლაცია არც ერთ ქართულ არხზე არ შედგება. არადა ეროვნულ ჩემპიონატში თითქმის ყველა წამყვანი სპორტსმენი იასპარეზებს, გარდა ვარლამ ლიპარტელიანისა და ვაჟა მარგველაშვილისა. ტურნირზე იასპარეზებს ავთანდილ ჭრიკიშვილიც, რომლის ჭიდაობასაც დიდი ხანი ელის გულშემატკივარი.

მიმდინარე წელს თითქმის ყველა უცხოეთში გამართული მასტერსის ფინალური ბლოკი "სილქ უნივერსალმა" შემოგთავაზა პირდაპირ ეთერში, ამის ფონზე მითუმეტეს კიდევ უფრო გასაკვირია, როგორ ვერ ხერხდება საქართველოს ჩემპიონატის ტრანსლაცია, რომელიც თბილისის ძიუდო აკადემიაში გაიმართება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა