ჭიდაობა
ისტორიული შეხვედრის მოლოდინში!

როგორც მოგეხსენებათ ხვალ, 29 დეკემბერს ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის მეორე დღეს მორიგი წონით კატეგორიებში გათამაშდება მედლები.

გულშემატკივარი განსაკუთრებით დიდი ინტერესით 90 კგ წონით კატეგორიას ელოდება, სადაც ავთანდილ ჭრიკიშვილი და ბექა ღვინიაშვილი იჭიდავებენ.

სავარაუდოა, რომ 2020 წელს ოლიმპიადაზე სწორედ მათგან საუკეთესო უნდა გაემგზავროს , ამიტომ ქართველი გულშემატკივარი მათ დაპირისპირებას დიდი ინტერესით ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ჭრიკიშვილმა 90 კგ წონით კატეგორიაში რიოს ოლიმპიადის შემდეგ გადაწყვიტა ასპარეზობა, ავთოს ტრავმების გამო გარკვეული დრო გაუცდა და ის ხვალ დაუბრუნდება ტატამს , ბექა კი პირიქით ბრწყინვალე ფორმაშია და სანქტ-პეტერბურგის მასტერსის გამარჯვებულიც გახდა, ხვალ მათი დაპირისპირება თუ შედგა ფავორიტი ალბათ მაინც ბექა იქნება.











კომენტარის დამატება