ვარლამ ლიპარტელიანმა გულშემატკივარს საკუთარ სახლში უმასპინძლა

ჭიდაობა 07-იან, 10:419 Sportnews 3224 0





ვარლამ ლიპარტელიანმა გულშემატკივარს საკუთარ სახლში უმასპინძლა


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ოლიმპიურმა და მსოფლიოს პრიზიორმა, ევროპის სამგზის ჩემპიონმა ვარლამ ლიპარტელიანი გულშემატკივარს საკუთარ სახლში უმასპინძლა.

„ვფიქრობ, რომ სპორტსმენისთვის გულშემატკივარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხალხის სიყვარულზე დიდ ჯილდოს ჩვენ ვერაფერს მივიღებთ, ამიტომ მინდოდა ერთმანეთი ახლოს გაგვეცნო, გენახათ სად და როგორ ვცხოვრობ, გაგეცნოთ ჩემი ოჯახი. დიდი ხანია მსგავსი შეხვედრის მოწყობა მინდა და მიხარია, რომ შედგა. თქვენ ძალიან მაძლიერებთ და მადლობა ამისთვის” – მიმართა შეხვედრის დაწყებისას ვარლამ ლიპარტელიანმა გულშემატკივარს.

სპორტსმენსა და გულშემატკივარს შორის შეხვედრა არაოფიციალურ, მეგობრულ გარემოში, დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრებმა ლიპარტელიანისგან მათთვის საინტერესო ყველა თემაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს. საუბარი შეეხო როგორც სპორტსმენის განვლილ კარიერას, ასევე სამომავლო გეგმებს. ლიპარტელიანი გულშემატკივარს ქართულ და ზოგადად მსოფლიოს ძიუდოში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებსა და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა.

შეხვედრის ბოლოს სპორტსმენმა გულშემატკივარს სიმბოლური, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

წყარო: sporter.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა