ჭიდაობა
ლადო ხინჩეგაშვილის და გენო პეტრიაშვილის მსოფლიო აღიარება!

მსოფლიოში გამორჩეული ქართველი მოჭიდავეები ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი ინდოეთის ყველაზე პრესტიჟული ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები გახდნენ.

ჩვენი ქვეყნის ორმა საამაყო შვილმა კიდევ მოგვცა სიამაყის საშუალება და ინდოეთის პრესტიჟულ ლიგაზე, სადაც ღია აუქციონის წესით იყიდება ესა, თუ ის ფალავანი, ყველაზე ძვირფასნი ლადო და გენო გამოდგნენ. მათ შესაძენად ინდოელებმა 78-78 ათასი აშშ. დოლარი გადაიხადეს. - ქართველი ლომებიც იმედს არ უცრუებენ დამქირავებლებს გუშინ და დღეს ორივემ წარმატებით გაიარეს თავიანთი შეხვედრები.

წყარო : ქართული ჭიდაობა ხალხური - Georgian National Wrestling








კომენტარის დამატება