უზნაძემ ბევრ რამეს ნათელი მოჰფინა! - რა ხდებოდა მისი მწვრთნელობის დროს ნაკრებში ?

ჭიდაობა 05-მაი, 15:109 Sportnews 4057 0





უზნაძემ ბევრ რამეს ნათელი მოჰფინა! - რა ხდებოდა მისი მწვრთნელობის დროს ნაკრებში ?


საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნას ეხმაურება. მისი თქმით, ფედერაციაში პრობლემები მისი მუშაობის დროსაც იყო და ის მხარს უჭერს იმ ადამიანის აზრს ვინც გუნდზე ზრუნავს.

" ჩემი ამ თანამდებობაზე მუშაობის დროსაც იყო პრობლემები რაც გამოიხატებოდა კიდეც შიგადაშიგ. მაშინ ვცდილობდით, რომ პრობლემები საზოგადოებისათვის ნაკლებად გამხდარიყო ცნობილი. ამ პრობლემებზე კარგად იყო ინფორმირებული მაშინდელი სპორტის მინისტრი და მისი პირველი მოადგილეც, მაგრამ რეაგირება ნული იყო. მაშინაც და ახლაც მჯერა, რომ ფედერაციისთვის ამოსავალი წერტილი ამ ბიჭების საღი აზრის გათვალისწინება იყო და არა საკუთარი ამბიციების და მიზნების დაკმაყოფილება. აქედან გამომდინარე, ვინც ამ გუნდის გვერძე დგას მე მათ აზრს ვიზიარებ" - განაცხადა უზნაძემ.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვონ. ძიუდოისტების განცხადებით თუ ქევხიშვილი არ გადადგება ისინი აღარ ივარჯიშებენ.

ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი აცხადებს, რომ დავით ქევხიშვილი იღებდა და იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და თუ ამ თანამდებობაზე დარჩება,იგივეს გააგრძელებს.

ძიუდოისტები ვაკის პარკში იკრიბებიან და პროტესტს კიდევ ერთხელ გამოხატავენ.

წყარო: pirveliradio.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა