კომისიამ დასკვა დადო: ძიუდოს ფედერაციაში დარღვევები .........

ჭიდაობა 17-მაი, 19:079 Sportnews 6342 0






კომისიამ დასკვა დადო: ძიუდოს ფედერაციაში დარღვევები  .........


ძიუდოს ფედერაციაში დარღვევები შესაბამისმა კომისიამ ამ ეტაპზე ვერ აღმოაჩინა

ძიუდოს საკითხების შესასწავლად შექმნილმა კომისიამ , რომლის შემადგენობაშიც კულტურისა და სპორტის უწყების, პარლამენტის და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები შედიან ძიუდოს ფედერაციაში დარღვევები ამ ეტაპზე ვერ აღმოაჩინა. გუშინდელ შეხვედრაზე კომისიის შეკითხვებს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა უპასუხა.

მინისტრის შეფასებით, ფედერაციის პრეზიდენტისგან წარმოდგენილი არგუმენტები საკმაოდ მყარი იყო. შემდეგი რაუნდი უკვე სპორტსმენებთან იგეგმება.

„დღეს ჩვენ დარღვევის ვერანაირ ნიშნებზე ვერ ვისაუბრებთ, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ არგუმენტირებულად და დასაბუთებულად ჟღერდა ყველა ის პასუხი, რომელზეც ფედერაცია საუბრობდა.“- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

სპორტსმენების შეკითხვებზე პასუხის გაცემისთვის მზადყოფნას აცხადებს ფედერაციის პრეზიდენტი.

შეგახსნებთ, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრთა უმრავლესობა, ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს, მათი თქმით, ქართულ ძიუდოში შექმნილი სავალალო ვითარება სწორედ დავით ქევხიშვილის არასათანადო მუშაობის შედეგია, მათი თქმით არასათანადოდ იხარჯება სპორტის ამ სახეობისთვის გამოყოფილი თანხებიც. პროტესტის ნიშნად ძიუდოისტები ტურნირებში არ მონაწილეობენ და არც ვარჯიშობენ.

წყარო: metronome.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018