დავით ქევხიშვილის შეთავაზება ქართველ ძიუდოისტებს

ჭიდაობა 24-მაი, 14:269 Sportsman 1783 0





დავით ქევხიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ძიუდოისტებს შეთავაზებას უკეთებს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

პირველრიგში კიდევერთხელ გამოვთქვამ სინანულს იმის გამო რაც ხდება ძიუდოს ფედერაციის გარშემო. რათქმაუნდა ხაზს ვუსვამ თავად ფაქტს და სრულად ვაცნობიერებ, რომ გულშემატკივართათვის ნაკლებმნიშვნელოვანია მტყუან- მართლის ძიება. ჩემი ნებისმიერი ქმედება სწორედ რომ პროცესების დარეგულირებისკენაა
და არა საკუთარი თავის მართლად წარმოჩენისკენ მიმართული. ამისგამოა რომ ვსაუბრობ მხოლოდ ჩემი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებზე, რისი ვალდებულებაც მაკისრია და მაქსიმალურად ვარიდებ თავს პროცესების კიდევუფრომეტ ესკალაციას. რათქმაუნდა რთულია თემის რეგულირება, როდესაც ოპონენტები უარს ამბობენ დიალოგის რეჟიმში საკითხების განხილვაზე და მხოლოდ საჯაროდ, პრესის თანდასწრებით სურთ საუბარი. ამასობაში კი გადის დრო, დრო რომლის თითოეული წამიც ძვირფასია კარსმომდგარ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პროცეში. სწორედ იმის გათვალისწინებუთ, რომ ჩემი პრინციპული პოზიცია, არ დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, არგახდეს უსაფუძვლო, მაგრამ მაინც მიზეზი, გარკვეული სპორცმენთათვის მოსამზადებელ პერიოდში ხელის შეშლის მე მათ საჯაროდ ( მათსავე არჩეულ ფორმატში) ვთავაზობ შემდეგ წინადადებას:

1 . წარმოადგინეთ ნებისმიერი
პიროვნება რომელსაც თქვენ
უცხადებთ ნდობას
და რომლსაც ფიქრობთ, რომ შესწევს უნარი გაუძღვეს თქვენთან
მიმართებაში მმართველობით პროცეს. ჩვენს მიერ იგი იქნება
დანიშნული თანაშემწედ ნაკრებთან ურთიერთობის საკითხში, რათქმაუნდა შესაბამისი ანაზღაურებით და უფლებებით.

2 . წარმოადგინეთ ერთი მწვრთნელი, რომელიც ფიქრობთ რომ იქნება ყველაზეუფრომეტად თქვენთვის შედეგის მომტანი სამწვრთნელოპროცესის განხორციელებისს დროს. ჩვენს მიერ იგი იქნება დანიშნული ერთერთ თანაშემწედ მთავარი მწვრთნელის, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავნიშნავთ.

3. ამით თქვენ გექნებათ საშუალებაა თქვენსმიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად ჩაერთოთ იმ ძიუდოისტთა კონკურენცის პროცესში რომელთაც ექნებათ პოტენციური შანსი მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

4.სწორედ თქვენსმიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად იქნება დაგეგმილი ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი რაც შეეხება თქვენთანმიმართებაში განსახორციელებელ სამწვრთნელო პროცესს, რათქმაუნდა თქვენი და მათი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით

5.მიუხედავად იმსა ეს შეთავაზებაა გამოიღებს თუ არა შედეგს პროცესების დარეგურილების კუტხით, მე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა კითხვას, რომელიც იქნა დასმული ჩემი მისამართით კიდევ ერთხელ გავცე პასუხი ნებისმიერი კომისიის ფორმატში და თუკი გამოიკვეთება სადმე ჩემი მხრიდან თქვენთანმიმართებაში რაიმე ხელიშეშლის მომენტი შეგნებულად თუ შეუგნებლად, დავტოვო პრეზიდენტის პოსტი.

იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ მოვნახავთ ძალას საკუთარ თავში, რათა დავდგეთ თვით საკუთარ თავზე მაღლა, რამეთუ ძიუდო პირველრიგში არის არა მედლები და ჯილდოები, არამედ პატივისცემა გამოხატული ერთმანეთის მიმართ.

პატივისცემით
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის
პრეზიდენტი
დავით ქევხიშვილი
24.05. 2018



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა