Image

სამარცხვინო ფაქტი! - რამდენიმე ქართველმა მოჭიდავემ რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, დე ფაქტო პარლამენტის წევრ ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურები მოირგო

ჭიდაობა 16-აგვ, 23:259 Sportnews 3386
image


საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრ ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურები მოირგეს.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს. ფოტოზე, რომელიც „რადიო თავისუფლებას“ მიაწოდეს, ქართველი და რუსი მოჭიდავეები ერთად დგანან. მსოფლიოს ჩემპიონებს - გენო პეტრიაშვილსა და ზურაბ იაკობიშვილს და ნაკრების თავკაც გიორგი იანტბელიძეს ერთნაირი მაისურები აცვიათ, რომელზეც რუსეთის დროშის ფონზე გამოსახულია ძამბოლატ თედეევის ფოტო.

თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატია.

წყარო : interpressnews.ge

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (371)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა