დღის ახალი ამბები

დელ პიერო: "ნაპოლი წელს ცუდი გუნდია, კვარაცხელია კი ნამდვილი ჯადოქარია..."

დელ პიერო: "ნაპოლი წელს ცუდი გუნდია, კვარაცხელია კი ნამდვილი ჯადოქარია..."
6-02-2024, 09:46

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "იუვენტუსის" ლეგენდამ - ალესანდრო დელ პიერომ, "ნაპოლი" "ვერონას" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი აზრით, "ნაპოლი" ამ სეზონში კარგი გუნდი არ არის, ჩემპიონთა ლიგაზეც შორს ვერ გავა და მათი მთავარი მიზანი, სერია A-ში მე-4 ადგილისთვის ბრძოლა იქნება.

"ნაპოლი" წელს ძალიან არასტაბილური და რადიკალურად განსხვავებული გუნდია, ვიდრე შარშან, წელს დიდი მიზნები ვერ ექნებათ.

ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმუმ ერთი ეტაპი გაიარონ და მხოლოდ "ბარსელონას" გაცდნენ, ეგეც არ მგონია. მაქსიმუმი 1/4-ფინალში გავიდნენ.

გასაგებია, რომ კვარაცხელიამ დღევანდელი მატჩი მოაგებინა, თუმცა გუნდის თამაშის ხარისხი იყო საშინელი და ერთადერთი კაშკაშა ვარსკვლავი სწორედ ხვიჩა იყო, ის ნამდვილი ჯადოქარია.

მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი აზრით, ნაპოლიმ სერია A-ში მაქსიმუმ 4-ეულისთვის უნდა იბრძოლოს..."- ალესანდრო დელ პიერო

შეგახსენებთ, რომ 22 ტურის შემდეგ, "ნაპოლი" მე-7 პოზიციაზე 35 ქულით იმყოფება. შემდეგ ტურში კი "ნეაპოლური" კლუბი 11 თებერვალს, "მილანის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

ასევე, შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 6 გატანილი გოლი და 3 შესრულებული საგოლე გადაცემაა.

წყარო: belive.ge




გაზიარება
მოინახულეს 776-ჯერ
კომენტარები
რეკლამა