Image

ბალავაძე-კარტოზიას ოქროს გრან-პრი საქართველომ 10 მედლით გახსნა

ჭიდაობა 11-ივნ, 22:499 Sportnews 2275


















გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის თბილისის "ოქროს გრან-პრის" პირველ დღეს - 10 ივნისს, საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

"სპორტის სასახლეში" მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლებს თავისუფალ სტილში - დავით მოძმანაშვილი (120 კგ), ბერძნულ-რომაულში კი ლაშა გოგიტაძე (55 კგ) და ირაკლი ქაჯაია (96 კგ) დაეუფლნენ.

ვერცხლის მედალი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მარაბ აბულაძემ (66 კგ) აიღო, ბრინჯაოს კი ბერძენ-რომაელთა მხრიდან ლაშა ლოლაშვილი (66 კგ), მუხრან მაჭუტაძე (66) და იაკობ ქაჯაია (96), თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის კი მალხაზ ზარქუა (60 კგ), ლევან ბერიანიძე (120 კგ) და გიორგი საკანდელიძე (120 კგ) დასჯერდნენ.

11 ივნისს მედლების მორიგი ხუთი კომპლექტი გათამაშდება. ბერძენ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩემპიონ-პრიზიორებს 74 და 120 კილოგრამებში გამოავლენენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კი -  55, 66 და 96 კილოგრამებში.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 10 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი - 17 საათიდან. ტურნირზე 14 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს - საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი, კანადა, საბერძნეთი, ეგვიპტე, ისრაელი, უზბეკეთი, მონაკო, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი და სომხეთი.  


"ოქროს გრან-პრი"
თბილისი
10 ივნისი


ბერძნულ-რომაული ჭიდაობა


55 კგ

1 ლაშა გოგიტაძე (საქართველო)
2 ბაგერ ტავაკოლიანი (ირანი)
3 ისლომ შოდმანოვი (უზბეკეთი)
3 ჰარუთუნ ჰოვანესიანი (სომხეთი)


66 კგ

1 ომიდ ნოროზი (ირანი)
2 მარად აბულაძე (საქართველო)
3 ლაშა ლოლაშვილი (საქართველო)

3 მუხრან მაჭუტაძე (საქართველო)


96 კგ

1 ირაკლი ქაჯაია (საქართველო)

2 მაჰდი ალიარი (ირანი)
3 იაკობ ქაჯაია (საქართველო)
3 მოჰამედ აბდელფათაჰი (ეგვიპტე)


თავისუფალი ჭიდაობა


60 კგ

1 აგაჰუსეინ მუსტაფაევი (აზერბაიჯანი)
2 ჩეტან ერსანი (თურქეთი)
3 მალხაზ ზარქუა (საქართველო)
3 უმუდ მამადოვი (აზერბაიჯანი)


120 კგ

1 დავით მოძმანაშვილი (საქართველო)

2 ალექსეი შემაროვი (ბელარუსი)
3 ლევან ბერიანიძე (საქართველო)
3 გიორგი საკანდელიძე (საქართველო)



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (344)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა