Image

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო

ჭიდაობა 29-ნოე, 17:049 Dark Dante 3912


სპორტდარბაზი ”არენა” თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს...

ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს - 28 ნოემბერს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში გათამაშდა.პირველ-ორ წონაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გორის სახელით მოჭიდავე სპორტსმენები ავიდნენ.

55 კილოგრამში ჩემპიონი ბესიკ გოჩაშვილი გახდა, ხოლო 66-ში ყველას ნაკრების ტიტულოვანმა წევრმა ოთარ თუშიშვილმა აჯობა, რომელიც ხალიჩას ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ დაუბრუნდა. პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა მართალია დაბრუნება უმალ ოქროთი აღნიშნა, მაგრამ ფინალში მორიგი ტრავმა მიიღო და რამდენიმე კვირა ისევ მკურნალობა მოუწევს.

84 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონი ბექა ჭელიძე გახდა, ხოლო მძიმე წონაში ყველას გიორგი საკანდელიძემ აჯობა.

29 ნოემბერს ჩემპიონ-პრიზიორები 60, 74 და 96 კილოგრამებში გამოვლინდებიან. სხვებთან ერთად საჩემპიონო ბრძოლაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი გოგშელიძეც (96 კგ) ჩაერთვება.

საქართველოს ჩემპიონატიცთავისუფალი ჭიდაობაში
28 ნოემბერი

55 კგ

1 ბესიკ გუჩაშვილი (გორი)
2 გიორგი ედიშერაშვილი (თბილისი)
3 ამირან ელბაქიძე (გორი)
3 ტრისტან ჩირგაძე (ქუთაისი)

66 კგ

1 ოთარ თუშიშვილი (გორი)
2 კობა კაკალაძე (აჭარა)
3 ზურა იაკობაშვილი (ყვარელი)
3 გიორგი ცუცქირიძე (ქუთაისი)

84 კგ

1 ბექა ჭელიძე (აჭარა)
2 თორნიკე სვანიძე (თბილისი)
3 მარად ზოიძე (აჭარა)
3 სანდრო ამინაშვილი (გარდაბანი)

120 კგ

1 გიორგი საკანდელიძე (თბილისი)
2 ლევან ბერიანიძე (თბილისი)
3 ლევან სეთურიძე (სტეფანწმინდა)
3 გიორგი მეშვილდიშვილი (ონი)


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (145)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა