ქართველი ძიუდოისტები ალმათის მასტერსზე

ჭიდაობა 15-იან, 19:339 Dark Dante 2068 0





14-15 იანვარს ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმათიში გაიმართება მასტერსის ტურნირი, რომელიც ძიუდოს წლიურ კალენდარში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია...

იქ მონაწილეობის უფლება მხოლოდ საუკეთესოებს ეძლევათ, თითო წონიდან 16-16 რჩეულია მიწვეული.

ქართველი ძიუდოისტებიდან ყაზახეთში გამოვლენ 60 კილოგრამამდე წონაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილი, 90 კილოგრამამდე წონაში ვარლამ ლიპარტელიანი და 100 კილოგრამამდე წონაში ლომერ ჟორჟოლიანი.

ალმათიში მიწვეული იყო 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძეც (90 კგ), თუმც მან ტრავმის გამო ვერ მოახერხა ყაზახეთში გამგზავრება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018