Image

დავით მარსაგიშვილი ევროპის ჩემპიონია

ჭიდაობა 10-მარ, 21:399 admin 2607


თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით მარსაგიშვილმა ბელგრადულ ხალიჩაზე ხუთი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

საჩემპიონო გზას მაკედონიელი დეიან ბოგდანოვის ორ სეტში (1:0 3:0) ძლევით შეუყვა. ესპანეთის სახელით მოჭიდავე ბორის ანდონოვი კიდევ უფრო იოლად ჩამოიცილა. არც რუმინელ გეორგიტა შტეფანთან გასჭირვებია - 6:0 3:1, ნახევარფინალში კი თურქ სერდარ ბოკეს ორ სეტში 9 ქულა აუღო, ისე, რომ თავად ერთიც არ დაუკარგავს.

ფინალში მარსაგიშვილი მსოფლიოს 2010 წლის ბულგარელ ჩემპიონს, მიხაილ პეტროვ განევს დაუპირისპირდა და მასაც ორ სეტში მოუმთავრა საქმე. ორივეჯერ თითო ქულა აიღო და უპირატესობა შეინარჩუნა.

ქართულ-ბულგარულმა ფინალმა საერთო გუნდურ ჩათვლაზეც იქონია გავლენა. ზაზა თურმანიძის გუნდი 45 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. პირველადგილოსან რუსეთს 11 ქულით ჩამორჩა, ხოლო მესამეადგილოსან ბულგარეთს 2-ით გაუსწრო.

10 და 11 მარტს ევროპირველობაში ბერძენ-რომაელები ჩაერთვებიან. 10-ში მედლები 55, 60, 96 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ხოლო 11ში - 66, 74 და 84 კილოგრამებში. საქართველოს ნაკრები ევროხალიჩაზე შემდეგი შემადგენლობით გავა: ქემალ ხარაბაძე (55 კგ), ირაკლი ჭოჭუა (60 კგ), რევაზ ლაშხი (66 კგ), მანუჩარ ცხადაია (74 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ), სოსო ჯაბიძე (96 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ).

თავისუფალი ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი.
ბელგრადი. 9 მარტი

84 კგ

1 დავით მარსაგიშვილი (საქართველო)
2 მიხაილ პეტროვ განევი (ბულგარეთი)
3 გეორგიტა შტეფანი (რუმინეთი)
3 ანზორ ურიშევი (რუსეთი)


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (145)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა