ჭიდაობა
თავისუფლებს ლონდონამდე ერთი ლიცენზია აშორებთ

გადაწყვეტილი ამბავია, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭადევაეთა ნაკრები ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მინიმუმ ექვსკაციანი ნაკრებით იასპარეზებს – ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ.) და გიორგი გოგშელიძემ (96 კგ.) სოფიის სალიცენზიო ტურნირზე ფინალებში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ.) და გიორგი გოგშელიძემ (96 კგ.) ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მოიპოვეს. სოფიაში მიმდინარე სალიცენზიო ტურნირზე ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების საგზურს ფინალში გასვლა იძლეოდა. ჩვენდა საბედნიეროდ საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გიორგი გოგშელიძემ ფინალმებამდე გაიკვალეს გზა და იქვე ოლიმპიურ საგზურებსაც დაეპატრონენ.

ერთადერთი წონა, რომელშიც ზაზა თურმანიძის გუნდი დარჩენილ ორ - ჩინეთისა და ფინეთის სალიცენზიო ტურნირში ჩაერთვება, 66 კილოგრამია. ფაქტია, ბულგარულ ხალიაჩაზე ზურაბ იაკობაშვილის გასვლა წარუმატებელი გამოდგა - ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.

ერთი სიტყვით, ერთადერთი წონა, რომელშიც ზაზა თურმანიძის გუნდს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია დღემდე არ მოუპოვებია, ეს 66 კილოგრამი წონითი კატეგორიაა.











კომენტარის დამატება