Image

ლიპარტელიანმა რუსს რუსეთში ევროპა წაართვა

ჭიდაობა 28-აპრ, 19:339 Sportnews 2631


















ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ვარლამ ლიპარტელიანმა ჩემპიონობა იზეიმა.

ჩელიაბინსკის ევროპის ჩემპიონატზე გამგაზვრების წინ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა თქვა, კარგი იქნება თუ შარშანდელი შედეგის - ორი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედლის გაუმჯობესებას შევძლებთო. მიზანი მიღწეულია. კონტინენტის პირველ დღეს ამირან პაპინაშვილისა (60 კგ.) და ლაშა სავდათუაშვილის (66 კგ.) ბრინჯაოს მედლებს ლიპარტელიანის ოქროს მედალიც შეემატა. პლუს ამას ნაკრებს ერთი გარანტირებული მედალი კიდევ წინ აქვს, პერსპექტივაში კი ორი. საქმე ისაა, რომ 100 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ძიუდოს ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობ ებრაელ არიელ ზეევთან ასპარეზობის უფლება მოიპოვა ლომერ ჟორჟოლიანმა, ხოლო მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი მეოთხედფინალში ლიტველ მარიუშ პაშკევიჩიუსთან წაგების შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას. უფრო სწორად, საპრიზო ადგილამდე ერთი მოგება აშორებს.

ერთი სიტყვით, ლიპარტელიანმა რუსეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა ესპანელი დავიდ ალარსა, ბრიტანელი უინსტონ გორდონი, აზერბაიჯანელი ტიმურ ალიხანოვი და ფრანგი რომენ ბუფე ჩამოიცილა. გადამწყვეტი გამარჯვება კი მასპინძელ გრიგორი სულემინთან მოიპოვა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (292)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა