მსაჯების დაუფიქრებლობა და ბრინჯაოც აღარაა !!

მსაჯების დაუფიქრებლობა და ბრინჯაოც აღარაა !!

7-08-2012, 08:42

დანიალ გაჯიევთან ბრძოლაში ქართველმა ვლადიმერ გეგეშიძემ ყველაფერი გააკეთა მოსაგებად, თუმცა მსაჯების გადაწყვეტილებით ბრინჯაოს მედალი კისრიდან ჩამოხსნეს.

პირველი სეტი გეგეშიძემ მას შემდეგ მოიგო, როდესაც ჩოქბჯენში თავი კარგად დაიცვა, სამაგიეროდ, მეორე სეტში ვერაფერი მოუხერხა მეტოქეს და ანგარიში გათანაბრდა.


მესამე, გადამწყვეტ სეტში კენჭისყრით უპირატესობა ყაზახ ერგო, თუმცა გეგეშიძემ თავიც კარგად დაიცვა და გდებაც გააკეთა, რომელიც 2 ქულად შეფასდა, მაგრამ მსაჯებმა რატომღაც ჩვენებურს ქულები გაუუქმეს და პირიქით, მეტოქე დაასაჩუქრეს ერთი ქულით. ბრძოლის დასრულებამდე 13 წამი რჩებოდა და გეგეშიძემ ვეღარაფრის გაკეთება მოასწრო.

# 574ავტორი: iventusi_rati
მაგათი დედაც რამდენი მანევრიულეს.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით