აირჩიეთ გუნდი:

ფული, ფული და კიდევ რუსეთი !!



10 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

21 წლის ქართველი მოჭიდავე ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ ჯამალ ოტარსულთანოვს დაუპირისპირდა და დრამატულ ორთაბრძოლაში, მსაჯთა საკმაოდ სადავო გადაწყვეტილებებით დამარცხდა.

პირველი პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ქულის აღება ვერცერთმა მეტოქემ შეძლო. წილისყრისას კი ოტარსულთანოვმა წითელი (თავისი) ბურთულა ამოიღო და ჩოქბჯენში თავის დაცვა ქართველს მოუხდა. სამწუხაროდ, დაღესტნელმა იძალა და სეტი თავის სასარგებლოდ - 1:0 დაასრულა.

მეორე პერიოდის დასაწყისში ხინჩეგაშვილი კვლავ აგებდა, თუმცა შემდეგ მეტოქის ფეხში შესვლა შეძლო და გაათანაბრა.

მთავარი ბრძოლაც ამის შემდეგ, როგორც საჭიდაო ხალიჩაზე, ისე მის მიღმა გაჩაღდა. ჯერ იყო და, მორიგი გდების შემდეგ მსაჯებმა თითო ქულა ორივე მეტოქეს მიაკუთვნეს. რუსებმა გააპროტესტეს და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ პერიოდში ქართველი დაწინაურდა ანგარიშით 3:2, მაგრამ ბოლო წამებზე დაღესტნელმა იძალა და მსაჯებმა ქულა მას ჩაუთვალეს.

ხინჩეგაშვილმა ერთიც გაიბრძოლა და თითქოს საწადელსაც მიაღწია, თუმცა მსაჯებმა სხვაგვარად განსაჯეს - ქართველების პროტესტის მიუხედავად, გამარჯვებულად რუსეთის სახელით მოასპარეზე ფალავანი გამოაცხადეს.

მიუხედავად ყველაფრისა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ვერცხლი უდიდესი მიღწევაა როგორ თავად სპორტსმენისთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის. გილოცავთ ამ წარმატებას!

 

1

1087

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: M_X_E_C_I  

ყველაზე მაგრად აი ეს წაგება გამიტყდა ოლიმპიადაზე ! ამ ბიჭმა მაქსიმუმი გააკეთა და ქულა არ ჩაუთვალეს. ყოველთვის მსაჯებთან დაკავშირებით გვაქ პრობლემა, როცა რუსეთს ვეთამაშებით.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.