ქევხიშვილმა დაადასტურა

ჭიდაობა 01-დეკ, 23:179 beqa_beqa 1104 0






დავით ქევხიშვილმა დაადასტურა, რომ ძიუდოს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილმა წევრმა გადაწყვეტილების მიღების შესახებ “მსოფლიო სპორტს” ცოტა ხნის წინ, საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დასრულებისთანავე უთხრა.
“განაცხადს აუცილებლად შევიტან. რა თქმა უნდა, ყოფილ კანდიდატებთანაც მქონდა გარკვეული საუბრები. წინ არჩევნებია და თუ ძიუდოში მოტრიალე ხალხი მხარს დამიჭერს, ვეცდები, ამ საქმეს კარგად გავუძღვე. ქართულ ძიუდოში ჩემთვის უცხო არაფერია”, – განაცხადა დავით ქევხიშვილმა.
შეგახსენებთ, ძიუდოს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ იმის გამო, რომ პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა - დავით ხახალეიშვილმა და მამუკა ხაბარელმა კანდიდატურები მოხსნეს, არჩევნები 10 დეკემბრისთვის გადაიდო. პრეზიდენტობის მსურველებს კი ფედერაციაში განაცხადის წარდგენა 7 დეკემბრამდე შეეძლებათ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018