ოლიმპიური
რაულ ცირეკიძემ ფულადი პრიზი მიიღო

ძალოსანმა რაულ ცირეკიძემ მიმდინარე წლის 10-14 აპრილს, თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. "ორთაბრძოლა მარტივი არ ყოფილა, თუმცა გამარჯვება შევძელი," - აღნიშნა ცირეკიძემ.

ქალაქის მერის განცხადებით, ცირეკიძის გამარჯვება არა მარტო ქუთაისის, მთელი საქართველოს გამარჯვებაა. "ეს იმ ინვესტიციების ადეკვატური შედეგია, რომელსაც ქვეყანა სპორტის განვითარებაში დებს," - ამბობს ქალაქის მერი.

რაულ ცირეკიძე ამ ეტაპზე ლონდონის ოლიმპიური თამაშებისათვის ემზადება.








კომენტარის დამატება