ოლიმპიადაში საქართველოც ჩაერთო

ოლიმპიადაში საქართველოც ჩაერთო

27-07-2012, 21:19

დღეს ოლიმპიადაზე ქალ მშვილდოსანთა შეჯიბრი, ინდივიდუალური პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო. საქართველოს სახელით მოასპარეზე 27 წლის ქრისტინე ესებუამ 642 ქულას მოუყარა თავი, 34-ე ადგილი დაიკავა და 1/32 ფინალში ჩილელ დენისე ვან ლამოენს შეხვდება. გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა კიდევ ერთმა ქართველმა მშვილდოსანმა, ოდენ ამერიკის სახელით მოასპარეზე ხათუნა ქვრივიშვილ-ლორიგმა. 38 წლის ვეტერანი კვალიფიკაციაში 4-ე ადგილზე გავიდა და გამარჯვებულ, აზიურ სამეულს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა. 1/32 ფინალური ეტაპის შეხვედრები 30 ივლისს გაიმართება.

ოლიმპიადა 2012
მშვილდოსნობა
ქალები
ინდივიდუალური შეჯიბრი. შესარჩევი ეტაპი
1. კი ბო ბა (სამხრეთ კორეა) – 671
2. ლი სუნ ჯინი (სამხრეთ კორეა) – 671
3. ტან ია ტინი (ტაივანი) – 671
4. ხათუნა ლორიგი (აშშ) – 669
.....
34. ქრისტინე ესებუა (საქართველო) 642

გუნდური შეჯიბრება. შესარჩევი ეტაპი
1. სამხრეთ კორეა – 1993
2. აშშ – 1979
3. ტაივანი - 1976

# 279ავტორი: M_X_E_C_I
ADDIDAS,
: lol wink
# 61ავტორი: ADDIDAS
ააარც მეგონა ეს სპორტი თუ იყო საქართველოში
# 279ავტორი: M_X_E_C_I
iventusi_rati,
ყველაფერში მაგრები ვართ ფეხბურთის გარა ;D:D
# 574ავტორი: iventusi_rati
მშვილდებში მაგრები ვართ.
# 279ავტორი: M_X_E_C_I
წარმატებები ქართველებოო !
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით