საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა იტალია 17:12 დაამარცხა

რაგბი 27-მარ, 17:359 რაულიტო 1294 0





საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, გრენობლში, დაბა შამბერიში მიმდინარე ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ნახევარფინალში V-VIII ადგილებისათვის იტალია 17:12 დაამარცხა. იტალიასთან გამარჯვების შემდეგ, 18-წლამდელი "ბორჯღალოსნები" V ადგილისთვის 30 მარტს უელსის ნაკრებს შეხვდებიან.

ქართველმა მორაგბეებმა იტალიელებს 2 ლელო დაუდეს, თავის გამოჩენა ზაურ ხარებავამ და ბადრი ალხაზაშვილმა შეძლეს. 1 გარდასახვა რევაზ ჯინჭველაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქეს 1 საჯარიმოც გაუტანა.

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ინგლისისა და საფრანგეთის ასაკობრივი ნაკრებები ითამაშებენ. ტურნირის დასკვნით დღეს, 30 მარტს მე-3 ადგილისათვის შოტლანდია-ირლანდია, მე-5 ადგილისათვის უელსი-საქართველო, მე-7 ადგილისათვის კი იტალია-პორტუგალია ითამაშებენ.

26 მარტი, 2013. ევროპის ჩემპიონატი, ფლეი-ოფი V ადგილისთვის. საფრანგეთი,შონბერი

საქართველო 17:12 იტალია


საქართველო: 15.ირაკლი სვანიძე (21.ბადრი ლიპარტელიანი 69), 14.იოსებ კიკვიძე, 13.სანდრო ილურიძე, 12.თემურ ირემაძე, 11.დავით გულიტაშვილი, 10.რევაზ ჯინჭველაშვილი, 9.ვასილ ლობჟანიძე (20.თემურ თუთბერიძე 69); 1.ბექა კაკაბაძე (16.დავით ფხაკაძე 46), 2.ბადრი ალხაზაშვილი (კაპ) (17.გიორგი თორაძე 56), 3.ზაურ ხარებავა (25.გიორგი ხვისტანი 65), 4.თორნიკე ზოიძე, 5.როლანდ კვაჭაძე (19.ბექა გორგაძე 56), 6.თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7.ბადრი დანგაძე, 8.დავით პაპავაძე
სათადარიგოები: 18.გუგა ხანთაძე, 22.დევი დევსურაშვილი, 23.დავით ლობჟანიძე, 24.ჟორა მღებრიშვილი, 26.ლევან გიკაშვილი

მწვრთნელი: ილია მაისურაძე

2 ლელო: ზაურ ხარებავა (35), ბადრი ალხაზაშვილი (54)
2 გარდასახვა: რევაზ ჯინჭველაშვილი (35, 55)

ჯარიმა: რევაზ ჯინჭველაშვილი (17)

იტალია: 15.პიერპაოლო მიოტო, 14.ემანუელე ფუზი, 13.ალბერტო ანტონელი, 12.ენრიკო ლუკინი, 11.ვიტორიო მუსო, 10.ფილიპო კანტონი (24.ჯაკომო დე სანტისი 41), 9.ნიკოლა ბოკაროსა (23.მაიკოლ აძოლინი 50); 1.ჯანი გალარდი (18.ალესანდრო კასინი 71), 2.ევგენი ჰალუშკა (17.მარკო ფერო 36), 3.ფაბიო მენეგინი (16.პაოლო ბონფილიო 36), 4.ხადიმ სისე (20.უგო დ'ონოფრიო 69), 5.მატეო არკეტი, 6.მარკო ლაზარონი, 7.მატეო კორნელი, 8.რენატო ჯამარიოლი
სათადარიგოები: 19.დავიდე ძანეტი, 21.მასიმილიანო ჩაპინი, 22.ლორენცო კასალინი, 25.დავიდე პასინი, 26.იანიკ აგბასე

მწვრთნელი: ფაბიო როსელი

2 ლელო: ალბერტო ანტონელი (21), ემანუელე ფუზი (61)

გარდასახვა: ჯაკომო დე სანტისი (62)

მსაჯი: ა.როუსონი (ინგლისი)

უელსი - პორტუგალია 45:0
საფრანგეთი - ირლანდია 23:18
ინგლისი - შოტლანდია 25:12



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა