ძალიან სამწუხარო ინფორმაცია საქართველოს რაგბის ნაკრებისთვის

ძალიან სამწუხარო ინფორმაცია საქართველოს რაგბის ნაკრებისთვის

1-02-2016, 21:30

რაგბში "ექვსი ერის" ტურნირის დირექტორმა, ჯონ ფიენმა, ლონდონში გამართული ტურნირის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ გათამაშებას უახლოეს წლებში სხვა ნაკრებები არ დაემატება.

"ვიყოთ სამართლიანები, "ექვსი ერის" მონაწილე გუნდების დონე სხვა გუნდების დონეს ბევრად აღემატება და ეს ასე დარჩება. რა თქმა უნდა, არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ტურნირის "გაღების" პერსპექტივა არ არსებობს," - აღნიშნა ფიენმა.

ფიენის განცხადება მოულოდნელი გამოდგა იმის ფონზე, რომ საქართველოს, იაპონიის და რუმინეთის ნაკრებებს სარაგბო წრეებში ცნობილი ადამიანებიც ძალიან აქებენ.

"ექვსი ერის" საბჭოს თავმჯდომარემ, ბილ ბიუმონტმა კი პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს საკითხი არ განიხილება, რადგან ტურნირის სტრუქტურული ცვლილება გეგმაში არ შედის.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით