არგენტინა-საქართველოს პირდაპირი ტრანსლაცია იმედზე იქნება!

არგენტინა-საქართველოს პირდაპირი ტრანსლაცია იმედზე იქნება!

23-06-2017, 21:34

ხვალ ამერიკის ტურნეს მესამე შეხვედრაში საქართველოს რაგბის ნაკრები არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება, აღნიშნული შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წარმატების შემთხვევაში ჩვენ ნაკრებს შანსი ექნება მსოფლიო რეიტინგის ათეულში შევიდეს.

შეხვედრა საქართველოს დროით 24 ივნის 23:15 საათზე დაიწყება და ქართველი გულშემატკივრის გასახარად მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია "ტელე იმედზე" იქნება.

აქვე გთავაზობთ მილტონ ჰეიგის მატჩის წინა კომენტარის.

“ხვალინდელი მატჩი 2019 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ყველამ კარგად ვიცით, რომ არგენტინა ღონიერი გუნდია, რომელიც ხელით სწრაფად და უშეცდომოდ თამაშობს. მას შემდეგ რაც ის ‘ზე რაგბსა’ და ‘რაგბი ჩემფიონშიფს’ (4 ერი) დაემატა, უდავოა, რომ დღეს-დღეისობით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია.

ეს ჩენთვის კარგ შესაძლებლობაა ვნახოთ სად ვართ. ასეთი თამაშების შესაძლებლობა მსოფლიო თასის გარეთ ხშირად არ გვეძლევა და შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ამ კვირაში განსაკუთრებულად კარგად მოვემზადეთ. ადგილობრივებმა ჰუჰუიში ძალიან კარგი სტუმარ-მასპინძლობა გაგვიწიეს, რისთვისაც მათ დიდი მადლობას ვუხდი.

ფაქტია, რომ შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება. ეს არის ჩვენი მიზანი, ის რასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ“.

წყარო : რაგბის კავშირი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით