ცვლილებები მსოფლიო რაგბის რეიტინგში

ცვლილებები მსოფლიო რაგბის რეიტინგში

13-11-2017, 02:06

ამხანაგური შეხვედრების შემდეგ მსოფლიოს საერთაშორისო რაგბის ორგანიზაციამ საერთო რეიტინგი გაანახლა.

მიუხედავად საქართველოს ნაკრების მიერ კანადის დიდი სხვაობის დამარცხებისა, ქართველ ბორჯღალოსნებს განახლებულ რეიტინგში ქულები არ შემატია. ჩვენი ნაკრებში რეიტინგში მეთორმეტე ადგილზე იმყოფება.

სამაგიეროდ რეიტინგში პროგრესი განიცადა ჩვენმა უშუალო კონკურენტმა იტალიის ნაკრებმა, მათ 1.55 ქულა მიიღეს და ერთი საფეხურით ზემოთ , მეცამეტე ადგილზე გადაინაცვლეს. იტალიელებმა ფიჯის ნაკრების დამარცხება შეძლეს.

შაბათს გამართული მატჩების შედეგად პირველ ათეულში ცვლილებები არ ყოფილა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით