მილტონ ჰეიგი: ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მატჩის მიწურულს შერკინებით ლელოს დავდებდით

მილტონ ჰეიგი: ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მატჩის მიწურულს შერკინებით ლელოს დავდებდით

19-11-2017, 02:27

კარდიფში, “პრინსიფალითი სთედიუმზე” უელსმა საქართველოს დაძაბულ ორთაბრძოლაში 13:6 მოუგო.

მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია ძირითადად შეხვედრის ბოლო წუთებს დაეთმო, როდესაც უელსელებს შეცვლაზე შესული მორაგბე გაუძევეს და ვინაიდან მის ნაცვლად მოედანზე ბურჯი ვერ დაბრუნდა, შერკინებაში მიწოლა აიკრძალა. აღნიშნულმა ფაქტმა მატჩის საბოლოო შედეგზე უდიდესი გავლენა იქონია.

“იმედგაცრუებული ვარ, რომ შეხვედრა ასე დარსულდა. ჩვენ რა თქმა უნდა შერკინებით გვსურდა თამაში. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მატჩის ბოლოს შერკინებით ლელოს დადებას მოვახერხებდით. მგონია, რომ ეს ჩვენმა მეტოქემაც იცოდა. შარშანდელთან შედარებით დიდი პროგრესი გვაქვს, რაც დღეს მოედანზე დავამტკიცეთ. ყველაფერზე კარგად საბოლოო ანგარიში მეტყველებს. განსაკუთრებულად კმაყოფილი ვარ დაცვაში გუნდის თამაშით. უდიდესი გამოწვევა იყო, რომ პირველ ოც წუთში მეტოქის ტემპს ავყოლოდით. როდესაც ტემპს მივეჩვიეთ შეტევების მოგერიება აღარ გაგვჭირვებია.”-განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

წყარო: 1tv.ge

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით