"გორგოძე უფრო გენატრებათ თუ ახალი ზელანდია ? "- მილტონ ჰეიგის პასუხმა ქართველი გულშემატკივარი აღაფრთოვანა

23-11-2017, 01:53


როგორც მოგეხსენებათ 2017 წელს სანაკრებო კარიერა ლეგენდარულმა ქართველმა მორაგბემ მამუკა გორგოძემ დაასრულა.

მამუკა საქართველოს ნაკრებში ძალიან დიდ ძალას წარმოადგენდა და მის გარეშე მილტონ ჰეიგსაც გაცილებით ბევრი საფიქრალი გაუჩნდა. ერთ-ერთი საუბრის დროს სპეციალისტისთვის ხუმრობით უკითხავთ : "გორგოძე უფრო გენატრება თუ ახალი ზელანდია?"

მწვრთნელი არც დაფიქრებულა და მაშინვე უპასუხია: "ახალ ზელანდიაში როცა მომინდება ჩავალ, აი გორგოძეს კი ნაკრებში ვეღარ ვნახავ, შესაბამისად მამუკა უფრო მენატრება"

მწვრთნელის ამ პასუხმა ქართველ გულშემატკივრებში კიდევ უფრო მეტი სიმპატია გააჩინა უცხოელი სპეციალისტის მიმართ, რომელმაც ჩვენს ნაკრებში რომ უზარმაზარი სამუშაო გასწია.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით