ისტორია გადაწერილია! : პირველი ქართველი ზერაგბიში (SuperRugby)

რაგბი 04-დეკ, 13:589 Sportnews 3288 0





ბორჯღალოსანი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე პირველი ქართველია, რომელიც ზე-რაგბში ითამაშებს. 30 წლის მორაგბემ იაპონურ ‘სანვულვზთან’ კონტრაქტი უკვე გააფორმა და სუპერ რაგბის კლუბს 1 იანვრიდან შეუერთდება. ამ ტრანსფერში უდიდესი როლი მილთონ ჰეიგს მიუძღვის, რომელმაც ბრეგვაძე იაპონელებს დააკავშირა.

საკლუბო ტურნირზე, სადაც საუკეთესოს ტიტულისთვის ერთმანეთს ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, არგენტინის და იაპონიის კლუბები ეცილებიან, ისტორიაში პირველად ქართველი მორაგბე ითამაშებს.

ჯაბა “ყოჩების” აღზრდილია. პროფესიონალური კარიერა მან ფრანგულ “ტულუზაში” დაიწყო, სადაც სამი წელი გაატარა. შემდეგ იყო ინგლისური “ვუსტერ ვორიორზი” და რუსული “კრასნი იარი”.

ისტორია გადაწერილია! : პირველი ქართველი ზერაგბიში (SuperRugby)


იყო პირველი - ეს ყოველთვის გამორჩეული მოვლენაა და ბრეგვაძეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გათვითცნობიერებული:

„სუპერ რაგბში თამაშით ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებ. იაპონიის ნაკრები ახლახანს ფრედ ეთამაშა საფრანგეთს, შარშან ცოტა დააკლდა უელსთან და 2015 წლის მსოფლიო თასზე დაამარცხა სამხრეთ აფრიკა, ხოლო ‘სანვულვზი’ იაპონიის ნაკრების საბაზო გუნდია. მომიწევს თამაში ახალ ზელანდიელი, სამხრეთ აფრიკელი, ავსტრალიელი და არგენტინელი ვარსკვლავების წინააღმდეგ.

„გარდა ამისა, ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ვიქნები პირველი ქართველი სუპერ რაგბში და უნდა დავამტკიცო, რომ თუ ვთამაშობთ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში, ამის გაკეთება სუპერ რაგბშიც შეგვიძლია. ვფიქრობ, იქ ინგლისზე უფრო მაღალი სათამაშო ტემპია, მაგრამ თუ ფიზიკურად მზად ვიქნები, ორი-სამი თამაშის შემდეგ ამ ტემპს ალღოს ავუღებ და ყველაფერი კარგად იქნება“.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018