რაგბი
ქართველმა მორაგბეებმა ნამიბიას სძლიეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, IRB-ს ერთა თასის ბოლო მე-3 ტურის შეხვედრაში ნამიბიის ეროვნული გუნდი 23:18 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

"ბორჯღალოსნებმა" მეტოქე 2-ჯერ დაალელოვეს, თავი ბიძინა სამხარაძემ და რევაზ გიგაურმა გამოიჩინეს, მალხაზ ურჯუკაშვილმა კი 3 საჯარიმოსა და 2 გარდასახვის გატანა მოახერხა.

მატჩი საქართველო ნაკრებმა არადამაჯერებლად დაიწყო. ნამიბიელებმა 2 სწრაფი ლელო გაიტანეს და მე-15 წუთისათვის 15:3 დაწინაურდნენ. პირველი ლელო ქართველებმა ტამის მიწურულს გაიტანეს და პირველი ნახევარი აფრიკელთა 15:10 გამარჯვებით დასრულდა.

"ბორჯღალოსნებმა" მეორე ტაიმში კიდევ უფრო შედეგიანად ირაგბეს და საბოლოოდ საჭირო გამარჯვება მოიპოვეს - 23:18. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 2 გამარჯვებითა და 1 მარცხით დაასრულა.












კომენტარის დამატება
  • gvelesa

  • 25 ივნისი 2011 20:30
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 12.10.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 273 комментария
  • 0 публикаций
^
ამათ ვენაცვალე მე! მე თვითონ რაგბისტი ვარ ! იმენა მხეცები გვყავს :*
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 2783 комментария
  • 5444 публикации
^
ამ ტურნირზე მშვენიერი გამოსვლა გვქონდა , არგენტინა და ნამიბია დავამრცხეთ , დროზე დაიწყოს რაგბში მსოფლიო ჩემპიონატი

--------------------