საქართველო მსოფლიოს რეიტინგში მე-14 ადგილზეა

საქართველო მსოფლიოს რეიტინგში მე-14 ადგილზეა

4-10-2011, 21:31

რაგბის სართაშორისო საბჭომ (IRB) ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

მსოფლიოს საუკეთესო გუნდი კვლავ ახალი ზელანდიაა, რომელიც სიას დამაჯერებლად ლიდერობს, სიის სათავეში არიან სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლები - სამხრეთ აფრიკა და ავსტრალია.

ევროპელთაგან ყველაზე მაღალი პოზიცია - მე-4 ადგილი, ინგლისს უჭირავს, რეიტინგში ყველაზე მაღალი ნახტომი კი ტონგას ეკუთვნის. საფრანგეთის დამარცხების შემდეგ ტონგელებმა წინ მთელი 4 საფეხურით წაიწიეს და მე-9 ადგილზე განთავსდნენ.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მე-14 ადგილზეა და მცირედით ჩამორჩება მე-13 ადგილოსან კანადას

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიოს რეიტინგი 3 ოქტომბრისთვის

1 ახალი ზელანდია 90,62
2 სამხრეთ აფრიკა 86,71
3 ავსტრალია 84,84
4 ინგლისი 84,54
5 ირლანდია 83.14
6 უელსი 80,73
7 არგენტინა 80.28
8 საფრანგეთი 79.72
9 ტონგა 76.63
10 შოტლანდია 76.20
11 სამოა 75.81
12 იტალია 73.99
13 კანადა 72.92
14 საქართველო 71,09
15 იაპონია 70.45,62
16 ფიჯი 68.78
17 ამერიკა 65.63
18 რუმინეთი 63.98
19 ნამიბია 61.24
20 პორტუგალია 60,67
21 რუსეთი 60,54
22 ურუგვაი 60,00
23 ჩილე 59,52
24 ესპანეთი 59,43
25 ბელგია 56,50

# 144ავტორი: Ditoo
კარგია მაინც :)
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით