საქართველო VS პორტუგალია 32:7

რაგბი 25-თებ, 15:489 Sportnews 2661 3





საქართველო-პორტუგალია 32:7
საქართველო: 15. გიორგი შკინინი, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. რეზო ბელქანია, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დიმიტრი ბასილაია, 19. გივი ბერიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ირაკლი ჩხიკვაძე, 22. ბექა წიკლაური.

პორტუგალია: 15. ჯოზეფ გარდნერი, 14. ადრიტუ ეშტევეში, 13. კარლ მურე, 12. ბერნარდუ სილვიერა, 11. ანტონიო აგილარი, 10. იანი რიკარდუ, 9. პედრუ ლეალი. 1. ჟორჟე სეგურადო, 2. მაიკ თაჯერი, 3. ჟუან მურე, 4. დევიდ დოს რეისი, 5. გოლსალო უვა, 6. დავიდ პენალვა, 7. ჟულიენ ბარდი, 8. ვასკო უვა.
16. ვასკუ მარკეში, 17. ჟეზე და კოშტა, 18. ჯოაო მატეუში, 19. რუი დორეი, 20. ლუის სოუზა, 21. ფრანსჩესკუ მაგალიაეში, 22. ჟოზე ლიმა.

შეხვედრა დაიწყო
01 წუთი: ქართველებმა მეტოქის ნახევარზე აუტი მოიპოვეს
03 წუთი: სტუმრებმა კარგი შეტევა წამოიწყეს, მაგრამ ბურთი წინ გადაუვარდათ
06 წუთი: მოედნის ცენტრში პორტუგალიელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მიიღეს, თუმცა ჯოზეფ გარდნერის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.
09 წუთი: ქართველმა მორაგბეებმა კარგი იერიში წამოიწყეს, თუმცა მსაჯმა ბურთით წინ თამაში დააფიქსირა.
14 წუთი: კოლელიშვილის კარგი შეტევა შარიქაძემ მეტოქის 22-ის ხაზთან მიიტანა, თუმცა საბოლოოდ იერიში ბურთის წინ თამაშმა დაასრულა. შერკინებამ შედეგი არ მოგვიტანა.
18 წუთი: მეტოქის ნახევარზე შერკინებაში დავჯარიმდით. მეტოქე ჯერჯერობით არაფერში გვეპუება.
22 წუთი: შეტევის მარცხენა ფლანგიდან აუტის მოწოდების შემდეგ პორტუგალიელებმა შეტევა წამოიწყეს, შკინინმა აბრეგანი ვერ აიღო და მეტოქეს ლელოს დადების კარგი შანსი მიეცა, თუმცა ვერ გამოიყენა.
32 წუთი: მერაბ კვირიკაშვილმა ჩვენი ნაკრების გაჭიანურებული შეტევა მეტოქის ჩათვლის მოედანში შეჭრითა და ლელოს დადებით დაასრულა, თუმცა მსაჯმა არ ჩათვალა.
36 წუთი: არის ლელო! მეტოქის კარის პირისპირ დანიშნული ჩვენ შერკინებას ჯარიმა მოჰყვა, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა გაათამაშეს და მერაბ შარიქაძემ ლელო დადო. კვირიკაშვილმა რეალიზაცია კარგად შეასრულა - 7:0!
39 წუთი: ჩვენი ჩათვლის მოედნის სახლოვეს მეკოს დარტყმის შემდეგ პორტუგალიელებმა ბურთი ჩაჭრეს, თუმცა მასპინძლებმა სახიფათო მდგომარეობის განმუხტვა შეძლეს.
40 წუთი: ტაიმის ბოლო წამებზე მეტოქე წინ თამაშისთვის დაჯარიმდა, ჩვენებმა ბურთი აუტში მოიგერიეს და მატჩის პირველი ნახევარიც აქვე დასრულდა.

შეხვედრა განახლდა
43 წუთი: მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 10:0
47 წუთი: ქართველი მორაგბეების მარცხენა ფლანგიდან კარგი შეტევა გიორგი შკინინის ლელოთი დასრულდა! მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა ზუსტია - 17:0!
52 წუთი: ქართველების მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ ჯარიმა მოვიპოვეთ - მერაბ კვირიკაშვილი კვლავაც ზუსტია - 20:0!
60 წუთი: ჩვენი გუნდის კაპიტანმა კაჭარავამ კარგი გარღვევა განახორციელა, რაც ჩვენი სასარგებლო ჯარიმით დასრულდა. მსაჯმა მეტოქის მოთამაშე ეშტევეში 10 წუთით გააძევა
61 წუთი: კიდევ ლელო! აუტი მოვაწოდეთ, რის შემდეგაც მამუკა გორგოძემ კარგად მიაწოდა რეზო ბელქანიას, რომელმაც ლელო დადო - 25:0! კვირიკაშვილმაგარდასახვა შეასრულა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა.
70 წუთი: პორტუგალიელებს გასინბინებული მოთამაშე დაუბრუნდათ. პრემიალური ქულისთვის ერთი ლელოც გვჭირდება.
75 წუთი: პორტუგალიელებმა მარვენა კიდეზე იძალეს და ჟულიენ ბარდიმ ლელო დაგვიდო. იანიკ რაკარდუმ რეალიზაცია ზუსტად შეასრულა - 25:7.
78 წუთი: არის მეოთხე ლელო! ჯერ მეტოქის აუტი მოვიგეთ, ჩვენები მიეძალნენ, შემდეგ კი გიორგი ჩხაიძემ კარგად ითამაშა და საბოლოოდ დავით ქუბრიაშილმა თავისი პირველი ლელო მიითვალა საქართველოს ნაკრებში. კვირიკაშვილმა რეალიზაცია ზუსტად დაარტყა - 32:7!



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

iremadze 26-თებ, 14:48

ჯიგრები ხართ ბიჯებო ძაან გაგვახარეთ 8 7

giorgibarsa 26-თებ, 14:04

ვააა ძაან კარგია გამიხარდა 8

admin 25-თებ, 19:05

ისეთი პროპაგანდა ქონდა ამ თამაშს რო ვფიქრობდი მაგარი ჯახი იქნებოდა, ნუ ყოველშმთხვევაში თანაბარ ბრძოლას ველოდი მარა ჩვენმა ბიჭებმა აშკარად დაჩაგრეს
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018