რუმინეთი 13 - 19 საქართველო

რაგბი 11-მარ, 00:489 Sportnews 1637 2





"ერთა თასი" 2012-ის მეოტხე ტურის შეხვედრები გაიმართა მთავარი შეხვედრა კი ბუქარესტში რუმინეთსა და საქართველოს შორის გაიმართა და საქართველომ 13-19 სძლია და ამ გამარჯვებით “ანთიმოზ ივერიელის თასი” მოიპოვა რომელიც საქართველოსა და რუმინეთის შეხვედრებს შორის თამაშდება.

ანგარიშის გახსნა რუმინელებს მე-2 წუთზე შეეძლოთ , ქართველები კისერში ბოჭვისთვის დაჯარიმდნენ მაგრამ ვალენტინ კალაფეტეანუმ ჯარიმა ვერ გაიტანა (0:0).
მე-3 წუთზე დაინიშნა პირველი შერკინება რუმინელების სასარგებლოდ , აბუს გამოტანილი ბურთი მეკოს დაუვარდა.
მე-7 წუთზე კი რუმინელებმა ჩვენი სუსტი წერტილი იპოვეს პეხით გადაგვიკიდეს შემდეგ რამოდენიმე პასი გააკეთეს და ლელოც გაიტანეს, რეალიზაცია ვლაიკუმ გამოიყენა (7:0). ამის შემდეგ ქართველები უტევდნენ, აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ქართველები შერკინებაში მეტოქეს ბევრად სჯობნიდნენ . მე-13 წუთზე მაჩხანელი გაასინბინეს ჰაერში ბოჭვისათვის და საქართველო 10 წუთით კაცნაკლული დარჩა . ამის შემდეგ ქართველებმა მრავალფაზიანი შეტევები წამოიწყეს და საბოლოოდ რუმინელებს ჯარიმა გამოსძალეს და მეკომ სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა (7:3). ამის შემდეგ გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და პირველი ტაიმი რუმინეთის სასარგებლოდ 10-6 დასრულდა . მეორე ტაიმის 2 წუთი საქართველო კაგად უტევდა მაგრამ დაჯარიმდნენ და კალაფეტეანუმ ჯარიმა გაიტანა (13:6). 47 წუთზე ქართველთა კარგ იერიშს მეტოქემ უკვე ვეღარაფერი დაუპირისპირა, კვირიკაშვილის პასის შემდეგ დავით კაჭარავამ ხაზი გაჭრა და ეროვნულ გუნდში 50-ე თამაში ლელოთი აღნიშნა. (10:13) .
ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ გაცვალეს ჯარიმები (13:16) და საბოლოოდ ქართველებმა კიდევ ჯარიმა გაიტანეს და საბოლოო ანგარიში 13-19 დააფიქსირეს.

რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში, 14. მედელინ ლემნარუ, 13. ჩობა გალი, 12. კრისტიან დინიში, 11. ადრიან აპოსტოლი, 10. ფლორინ ვლაიკუ, 9. ვალენტინ კალაფეტეანუ; 1. მიჰაიტა ლაზარი, 2. მარიუს ტინკუ, 3. პაულიცა იონი, 4. ვალენტინ ურსაჩე, 5. კრისტიან პეტრე, 6. მიჰაი მაკოვეი, 7. ვიორელ ლუკასი, 8. დანიელ კარპო.
სათადარიგოები: 16. ანდრეი რადოი, 17. ანდრეი ურსაჩე, 18. ალინ კოსტა, 19. ანდრეი გორჩიოაია; 20. ფლორინ სურუგუ, 21. კონსტანტინ გეარა, 22. დორინ მანოლე.
მწვრთნელი: ჰარი დუმიტრაში
1 ლელო: კარპო
1 გარდასახვა: ვლაიკუ
2 ჯარიმა: კალაფეტეანუ
2 სინბინი: ლუკასი, ურსაჩე


საქართველო: 15. გიორგი შკინინი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
სათადარიგოები: 16. რეზო ბელქანია, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დიმიტრი ბასილაია, 19. გივი ბერიშვილი, 20. გიორგი ბეგაძე, 21. თედო ზიბზიბაძე, 22. ლაშა მალაღურაძე.
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
ასისტენტები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
1 ლელო: კაჭარავა
1 გარდასახვა: კვირიკაშვილი
4 ჯარიმა: კაჭარავა
1 სინბინი: მაჩხანელი
1 გაძევება: კოლელიშვილი

რეფერი: ჯონ-პოლ დოილი (ინგლისი)
ასისტენტები: ენდრიუ სმოლი, პოლ დიქსი (ორივე ინგლისი)
კომისარი: გჟეგოჟ ბორკოვსკი (პოლონეთი)



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

admin 11-მარ, 19:53

ბოლო ხუთი წუთი მაგარი უნამუსოები ვიყავით :)

Sportnews 11-მარ, 13:15

ყოჩაღ ბიჭებს მაგრები ხართ
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018