რაგბი
საქართველომ რუსეთი გაანადგურა

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ეროვნული ნაკრები გაანადგურა. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე 46:00 დაამარცხა.

პრინციპული მატჩი- საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რუსეთის ნაკრები 46-ით 0 დაამარცხა.

4-წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოში ჩამოვიდა. ქართველი ბორჯღალოსნები, რომლებიც ბოლო 20 წელია რუსეთის ნაკრებს მნიშვნელოვანი სხვაობით ამარცხებენ, დღევანდელი მატჩიც ყველაზე დიდი სხვაობით მოიგეს.

დღეს, პირველად 2008 წლის კრემლის აგრესიის შემდეგ, საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირება თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.დამატებით ინფორმაციას და კომენტარებს მოგვიანებით მოგაწვდით. გილოცავთ ბრწყინვალე გამარჯვებას.

ევროპის ერთა თასის 2012 წლის გათამაშება. მეხუთე ტური.

საქართველოს ნაკრები: 5. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გივი ბერიშვილი 8. მამუკა გორგოძე.
სათადარიგოები: 16. რეზო ბელქანია, 17. დავით ხინჩაგიშვილი, 18. გიორგი ნემსაძე, 19. დიმიტრი ბასილაია, 20. გიორგი ბეგაძე, 21. ლაშა მალაღურაძე, 22. თედო ზიბზიბაძე

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

რუსეთი: 15. იური კუშნარიოვი, 14. მიხაილ ბაბაევი, 13. სერგეი ტრიშინი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. ანდრეი ოტროკოვი, 10. ანტონ რიაბოვი, 9. ალექსანდრ იანუშკინი. 1. ალექსეი ვოლკოვი, 2. ნაზარ გასანოვი, 3. ინოკენტი ზიკოვი, 4. დენის ანტონოვი, 5. კირილ კულემინი, 6. არტიომ ფატახოვი, 7. ანდრეი გარბუზოვი, 8. ვიქტორ გრესევი.
სათადარიგოები: 16. კირილ კოპეშკინი, 17. მაქსიმ სტურზა, 18. ვლადიმერ ბოლტენკოვი, 19. პაველ კვერნაძე, 20. ალექსანდრ შაკიროვი, 21. პაველ ბუტენკო, 22. დიმიტრი გერასიმოვი.

მთავარი მწვრთნელი: კინგლსი ჯოუნზი.

მატჩის არბიტრი: მარიო სენარი (საფრანგეთი)








კომენტარის დამატება
  • Richie

  • 17 მარტი 2012 20:11
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 25.02.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 872 комментария
  • 502 публикации
^
ვულოცავ ყველას, ნამდვილად მაგარი თამაში იყო. რაგბში მაგარი არასტუმართმოყვარე ერი ვართ რა wink
  • admin

  • 17 მარტი 2012 19:29
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 1454 комментария
  • 589 публикаций
^
აუ იმენა რასაც ქვია ვისიამოვნე და მართლა ალალი იყო მაგათვის სავსე სტადიონი