Image

ოცწლამდელებმა გამარჯვებით დაიწყეს

რაგბი 19-ივნ, 18:339 AleC 1398


საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრებმა, რომელიც მსიოფლიო ალაფაზე, შტატებში იმყოფება, თავისი პირველი მატჩი გამართა და მოწინააღმდეგე, კანადა 31:17 დაამარცხა.

საბა ნიკოლავამ ბორჯღალოსნები ზუსტი საჯარიმო დარტყმით, მატჩის დასწყისშივე დააწინაურა. კანადელებმა მალევე, ტეილორ პარისის ლელოთი გვიპასუხეს, კონორ მაკინმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ გუნდებმა თითო ზუსტი საჯარიმო გაცვალეს 10:6 კანადელთა სასარგებლოდ.

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა, შესძლეს მოწინააღმდეგის დაცვის ხაზის გარღვევა, გიორგი ბიწაძემ მაღალ სიჩქარეზე აიღო ბურთი და ლელო გაიტანა, ნიკოლავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა 13:10

ნეკერჩხლებმა იმავე ტეილორ პარისის ლელოთი გვიპასუხეს. კანადელმა ბურთი ქართველების 22 მეტრიანში აიღო და დაცვის ხაზი გაგვიჭრა. მაკინმა ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახა 17:13

ქართველები კვლავ ნიკოლავამ დააწინაურა. საბამ ორი საჯარიმო ზუსტად შეასრულა და პირველი ნახევარი ჩვენების სასარგებლოდ, 19:17 დასრულდა.

მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებმა თამაშის ტემპს უმატეს, დაცვაშიც უფრო აგრესიულად დადგნენ, მოწინააღმდეგე ფიზიკურად დაჩაგრეს, შედეგად თამაში ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა.

სტარტზევე ლაშა ლომიძემ ძალისმიერი ლელო გაიტანა, ნიკოლავას ამჯერად გარდასახვა გაუცუდდა 24:17
ჩვენი უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა მოწინააღმდეგეს მესამე ლელო გაუტანა, გარდასახვა თამაზ მჭედლიძემ ზუსტად დაარტყა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 31:17 დააფიქსირა.

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა დამსახურებულად იმარჯვეს. მათი მომდევნო მეტოქე, 22 ივნისს, ჩვენი დროით საღამოს ათ საათზე საკმაოდ ძლიერი ზიმბაბვეს ნაკრები იქნება.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (200)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა