ბორჯღალოსნები მსოფლიოს თასზე შესაძლოა ახალ ზელანდიას შეხვდნენ

ბორჯღალოსნები მსოფლიოს თასზე შესაძლოა ახალ ზელანდიას შეხვდნენ

4-12-2012, 15:20

ლონდონში გაიმართა რაგბიში მომავალი მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპის კენჭისყრა, სადაც ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეების ვინაობა. 2015 წელს ინგლისში გასამართ მსოფლიო პირველობაზე "ბორჯღალოსნებს" დიდი ალბათობით მეტოქედ ეყოლებათ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდია.

რაგბის მსოფლიოს თასს 2015 წელს ინგლისი უმასპინძლებს და ამ 20-გუნდიანი ტურნირზე თამაშის უფლება უკვე დაბევებული აქვს მსოფლიოს 12 მოწინავე გუნდს, ხოლო დარჩენილი 8 საგზურისთვის ბრძოლა 2013 წლიდან დაიწყება.

მომავალ მსოფლიოს თასზე ევროპიდან 8 ან 9 გუნდი ითამაშებს და 6 მათგანი იქ უკონკურსოდაა დაშვებული - საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია და იტალია.

საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპს 2013-14 წლებში გაივლის ერთა თასის სხვა გუნდებთან ერთად. ესენი არიან - რუმინეთი, რუსეთი, პორტგალია, ესპანეთი და ბელგია. ევროპის მეორე ექვსეულიდან ორი საუკეთესო პირდაპირ მოხვდება 2015 წლის ერთა თასზე, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი სხვა კონტინენტების წარმომადგენლებთან რეპეშაჟში ჩაერთვება.

2013-14 წლების ერთა თასზე პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 2015 წლის მსოფლიოს თასზე ჩ ჯგუფში მოხვდება, სადაც უკვე არიან ახალი ზელანდია, არგენტინა და ტონგა. ამავე ჯგუფის მეხუთე წევრი იქნება აფრიკის საუკეთესო გუნდი, სავარაუდოდ ნამიბია, ან ზიმბაბვე.

ეს ჯგუფი საქართველოს ნაკრებისთვის სასურველად ჩაითვლება, რადგან აქ აფრიკის წარმომადგენელთა გამარჯვების დაგეგმვა შეიძლება. კენჭისყრის მესამე კალათიდან ამოსული ტონგაც ასე თუ ისე სასურველი მეტოქეა. არგენტინა საქართველოსთვის ძველი და ნაცადი მოწინააღმდეგეა, ხოლო ახალ ზელანდიასთან თამაში "ბორჯღალოსნებისთვის" ახალი გამოცდილება იქნება.

თუ საქართველოს ნაკრები 2013-14 წლების ერთა თასზე მეორე ადგილზე გავა, ამ შემთხვევაში მოხვდება ჩ ჯგუფში, სადაც განთესილები არიან საფრანგეთი, ირლანდია, იტალია. ჯგუფის მეხუთე წევრი იქნება კანადა ან აშშ.

საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს თასზე სამჯერ აქვს ნათამაშები და არასდროს შეხვედრია რეიტინგით მსოფლიონს ნომერ პირველ გუნდ ახალ ზელანდიას. ახლა ამის შანსი გაჩნდა, თუმც საამისოდ "ბორჯღალოსნებს" მართებთ, ერთა თასზე ანუ ევროპის მეორე ექვსეულში დომინანტის როლი შეინარჩუნონ.

2015 წლის მსოფლიოს თასი. ინგლისი

A ჯგუფი: ავსტრალია, ინგლისი, უელსი, ოკეანეთი 1, რეპეშაჟი
B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, სამოა, შოტლანდია, აზია 1, ამერიკა 2
C ჯგუფი: ახალი ზელანდია, არგენტინა, ტონგა, ევროპა 1, აფრიკა 1
D ჯგუფი: საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ამერიკა 1, ევროპა 2

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
# 574ავტორი: iventusi_rati
აუ ახალი ზელანდია არა საშიშია არ გაგვანადგურონ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით