აირჩიეთ გუნდი:

ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე

დღეს 9 სექტემბერს სტარს აიღებს 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში იგივე მსოფლიო თასი, სადაც ჩვენი ნაკრები უკვე ზედიზედ მესამედ ასპარეზობს. ჩვენი ნაკრები უკვე რამდენიმე დღეა მომზადებას გადის ახალ ზელანდიაში.

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები საერთო რეიტინგში ამ დროისთვის 16–ე ადგილს იკავებს, ჩვენი ნაკრების წინა ფიჯი და კანადა იმყოფებიან და არც თუ დიდი სხვაობით გვისწრებს, ჩვენ შემდეგ პოზიციას კი რუმინეთი იკავებს, რომელსაც ჩვენ სამკმაოდ დიდი სხვაობით ვუსწრებთ.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე B ჯგუფში იმყოფება, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სწორედ ჩვენს ჯგუფში მსოფლიო რაგბის სამი დიდი ნაკრები, ჩვენ ჯგუფს სიკვდილის ჯგუფიც კი შეარქვეს სპეციალისტებმა, თავად განსაჯეთ ჩვენს ჯგუფშია ინგლისის ნაკრები (მსოფლიოს რეიტინგში 5 ადგილზე მყოფი გუნდი), შოტლანდიის ნაკრები (7) და არგენტინის ნაკრები (9) , რა ბრძოლა გველის ადვილი წარმოსადგენია, მეოთხე ნაკრები კი რომელიც ჩვენს ჯგუფშია ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქე რუმინეთია.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 14 სექტემბერს გამართავს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, შემდეგი შეხვედრა უკვე 18 სექტემბერს კი ინგლისის ნაკრებთან ელის, შემდეგ 28 სექტემბერს იქნება შეხვედრა რუმინეთთან, ბოლოს კი 2 ოქტომბერს არგენტინის ნაკრებთან.

ჩვენს ჯგუფში პირველი ცენტრალური შეხვედრა უკვე ხვალ 10 სექტემბერს გაიამრთება, როდესაც ერთმანეთს ჯგუფის ორი ფავორიტი შოტლანდიის და ინგლისის ნაკრები ხვდებიან. ჯგუფიდან ორი ნაკრები გადის, მესამე ადგილზე გასული კი ინაღდებს საგზურს შემდეგ მსოფლიო თასისთვის, ძნელი წარმოსადგენი არაა რამდენად რთული იქნება ჩვენი ნაკრებისთვისთვის პირველ სამეულში მოხვედრა, მაგრამ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ნაკრები თავს არ დაზოგავს და მონდომებასაც არ დააკლებენ.

0

1879
 
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.