Image

სოჭის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობის საკითხი შესაძლოა განხილვის თემა გახდეს

ზამთრის სპორტი / ოლიმპიური 09-ოქტ, 00:509 mirza_07 3009


სოჭის ზამთრის 22-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველო მონაწილეობას მიიღებს - დღეს მთავრობის პოზიცია ასეთია, თუმცა ეს საკითხი შესაძლოა განხილვის თემა გახდეს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თუ რუსეთის მხრიდან პროვოკაციული ნაბიჯები გაგრძელდება, საქართველო ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარს იტყვის. უმცირესობა და საზოგადოების ერთი ნაწილი კი თვლის, რომ სოჭში საქართველოს დელეგაციის ჩასვლა ამორალური და სამარცხვინო ნაბიჯი იქნება.

სოჭის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობის საკითხი შესაძლოა განხილვის თემა გახდეს


სოჭის ოლიმპიადა განხილვის მთავარი თემაა სოციალურ ქსელებშიც. "ფეისბუქში" სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადების ჯგუფი შეიქმნა. შაბათს 15 საათზე დაიგეგმა მშვიდობიანი აქცია.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველომ უარი უნდა თქვას ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, სპორტსმენებს კი საშუალება უნდა მისცენ, თუ ამის სურვილი აქვთ, თამაშებში მონაწილეობა ოლიმპიური დროშის ქვეშ მიიღონ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (414)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა