Image

ლინდსი ვონმა მარჯვენა მუხლი დაიზიანა

ზამთრის სპორტი 30-ნოე, 14:539 რაულიტო 2345


















19 ნოემბერს, ოლიმპიური ჩემპიონი და ოთხი მსოფლიო დიდი თასის მფლობელი ლინდსი ვონი კოპერ მაუნთინში (ამერიკა) სწრაფდაშვების ვარჯიშის დროს დაეცა.

ლინდსი ექიმებმა გასინჯეს. მას მარჯვენა მუხლის გადანერგილი მყესი ნაწილობრივ გაწყვეტილი აქვს, სახე უმნიშვნელოდ გახეხილი და აღენიშნება მხრის კონტუზია. მან ფიზიოთერაპიის დაწყებამდე რამდენიმე დღე უნდა დაისვენოს. ამერიკის ნაკრების სამედიცინო დირექტორმა კილი ვილკენსმა განაცხადა, რომ ლინდსი ფიზიოთერაპიას გაიკეთებს და ამის შემდეგ გადაწყდება, თუ როდის დაუბრუნდება აქტიურ ვარჯიშს.

ვონმა განაცხადა, რომ მსოფლიო თასის ეტაპზე, რომელიც ბევერი კრიკში (კანადა) 29-30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს ჩატარდება, მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ლინდსის რეაბილიტაცია პროგრესირებადია. ჯერჯერობით უცნობია, რომელ კურორტზე გააგრძელებს იგი აქტიურ ვარჯიშს (თხილამურებზე სრიალს).

ამერიკის სათხილამურო ნაკრების მთავარმა ფიზიოთერაპევტმა თქვა: "ლინდსის სახე და მხარი სწრაფად ურჩება. მას გამძლე მუხლი აქვს, ახლა მისი ნაწილობრივ გაწყვეტილი მყესის აღდგენა ხდება. მუხლის თერაპია კარგად მიმდინარეობს. ვცდილობთ მას ფორმაში ყოფნა (რაც მან ივარჯიშა ზაფხულის განმავლობაში) შევუნარჩუნოთ.“

ლინდსი ვონს სწრაფად გამოჯანმრთელებასა და შეჯიბრებებზე მალე დაბრუნებას ვუსურვებთ, რომ სოჭის ოლიმპიადაზე თავისი ტიტულები გაამრავლოს.

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (275)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა