დღის ახალი ამბები

კვარაცხელია წლის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს (ფოტო)

კვარაცხელია წლის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს (ფოტო)
1-01-2024, 08:53

Sofascore.com-მა ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს 2023 წლის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელთაგან თერთმეტეულში ხვიჩას გარდა მხოლოდ ჯოვანი დი ლორენცოა, საუკეთესო ბომბარდირის ვიქტორ ოსიმენის ადგილი კი არ მოიძებნა. 

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ 2022-23 წლების სეზონში სერია ა მოიგო, რაშიც კვარაცხელიამ 10 გოლით და 12 საგოლე გადაცემით დიდი წვლილი შეიტანა. გეცოდინებათ, რომ ქართველი შემტევი სერია ა-ში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 
ნაპოლი ამჟამად შარშანდელივით კარგ სიტუაციაში არ არის. გუნდი 27 ქულით მე-7 ადგილზეა, ხვიჩამ კი 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. 



წყარო: 


leadersport.ge




გაზიარება
მოინახულეს 417-ჯერ
კომენტარები
რეკლამა