Image

ტორპედო (ქუთაისი) 0 - 2 დილა (გორი)

ვიდეო / საქართველო 31-აგვ, 12:119 vako777 1889


















30 აგვისტოს ქუთაისში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში გორის „დილა“ სტუმრად ადგილობრივ „ტორპედოს“ დაუხვდა და მეტოქე მეტად დაძაბულ ბრძოლაში 2:0 დაამარცხა.
თამაშამდე ორივე გუნდს თანაბარი 4-4 ქულა ჰქონდა, ამიტომ კლუბების ამბიციებიდან გამომდინარე, თამაში ძალზედ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ძნელი იყო იმის პროგნოზირება თუ რა შედეგით დამთავრდებოდა ეს დაპირისპირება.
დასაწყისში გუნდები ძირითადად მოედნის ცენტრში ბრძოლობდნენ და ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას. პირველი სახიფათო მომენტი მარცვალაძეს ჰქონდა, რომლის დარტყმულსაც ბოლოს მცველი გადაეფარა და ბურთი რიკოშეტის შემდეგ კუთხურზე გადავიდა. მასპინძლებიდან კი გოგუაძეს ჰქონდა თავური დარტყმით კარგი მცდელობა, მაგრამ შევჩენკომ ითამაშა კარგად. რეალური მომენტი 44’-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ფალავანდიშვილმა მარცვალაძე ერთი-ერთზე გაიყვანა, მაგრამ ოთარმა ეს რეალური მომენტი გააცუდა და მეკარემ მისი დარტყმულის მოგერიება შეძლო.
მეორე ნახევარში გორის „დილამ“ თამაში გამოასწორა და უპირატესობა ხელთ იგდო. დასაწყისშივე მარცვალაძის მიერ მოწოდებულ კუთხურს ხიფათი მოყვა ქუთაისელთა საჯარიმოში, სადაც ბოლოს პაპავა აქტიურობდა, თუმცა მეკარემ ითამაშა კარგად.
53’-ე წუთზე ნონიკაშვილის კარგი თამაშის შემდეგ, ბურთი კვირკვიამ მიიღო, რომელმაც ფლანგიდან ცადა კარის აღება, მაგრამ მეკარე ამ დარტყმულსაც ადგილზე დაუხვდა. მთელი თამაშის განმავლობაში მათე კვირკვია გამორჩეული იყო და მოედანზე ერთი წამითაც არ ჩერდებოდა. ასევე კარგად ითამაშეს გორელებმა ქარქუზაშვილმა და ნონიკაშვილმა რომლებიც ძირითადში იყვნენ და შემდგომ რომან ახალკაცმაც, რომელიც სათადარიგოდან კარგად ჩაერთო თამაშში. გუგა ფალავანდიშვილი კი ამ დაპირისპირებაშიც საკმაოდ დიდ სამუშაოს ასრულებდა და დიდი წვლილიც შეიტანა ამ გამარჯვებაში.
61’- წუთზე მათე კვირკვიას მორიგი ძლიერი დარტყმის მოგერიება კვლავ მოუწია თევდორაძეს. საპასუხოდ კი სახიფათო საჯარიმო დარტყმა ოდიკაძემ შეასრულა, მაგრამ შევჩენკო აქაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
76’-ე წუთზე გორელთა ერთ-ერთი შეტევის დროს ნავალოვსკიმ კარგად ითამაშა და საგოლე გადაცემა მოდებაძეს გაუკეთა, რომელმაც ნავსი გატეხა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი ერთი შეხებით გაიტანა - 0:1.
გაშვებული გოლის შემდეგ მეტოქის თამაშში ხარვეზები გაჩნდა. გუნდის სათამაშო სქემა მოიშალა და ამან „დილას“ წისქვილზე დაასხა წყალი. შეცვლაზე შესულ მაშუკოვს ჰქონდა შორიდან მცდელობა, თუმცა მიზანს ააცდინა. ასევე კვირკვია აქტიურობდა ფლანგიდან და დიდ პრობლემებს უქმნიდა მეტოქეს.
მე-80’ წუთზე მასპინძლებს საჯარიმო დარტყმიდან შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ შევჩენკომ უზადოდ ითამაშა და დარტყმული კუთხურზე მოიგერია. გორელებმა 84’-ე წუთზე წერტილი დასვეს აღნიშნულ შეხვედრაში. ამჯერადაც გოლი მოდებაძემ გაიტანა, რომელმაც ახალკაცის კარგად ჩაწოდებული ბურთი ეგრედწოდებული „მაკრატელათი“ მეტოქის კარში გადაგზავნა და დუბლი გაიფორმა - 0:2.
დარჩენილ წუთებში სტუმრებმა ყურადღებით ითამაშეს და მეტოქეს ანგარიშის შეცვლის შანსი არ დაუტოვეს.

მატჩისშემდგომი კომენტარი

უჩა სოსიაშვილი: „თამაშმა ორმხრივ იერიშებში ჩაიარა. არცერთი გუნდი თამაშობდა მეორე ნომრად და მოსაგებად იყვნენ გასულები. რაც შეეხება პირველ ტაიმს მომენტების ნაკლებობა იყო, თუმცა ჩვენ გვქონდა ასპროცენტიანი შანსი ერთი-ერთზე, რომელიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ.
რაც შეეხება მეორე ტაიმს, ეს ნახევარი უფრო გახსნილი თამაშით წარიმართა. უამრავი მომენტი შეიქმნა, საიდანაც ორის რეალიზება მოვახერხეთ და მინდა მივულოცო ყველას ეს გამარჯვება. „ტორპედო“ კი ძლიერი და საინტერესო გუნდია და მე ვფიქრობ, რომ ბევრ გუნდს გაუჭირდება აქ თამაში იქიდან გამომდინარე, რომ კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ქუთაისის გუნდს კარგი მწვრთნელი ყავს.“

გუნდების შემადგენლობა

დილა“: შევჩენკო, ნავალოვსკი, ქარქუზაშვილი, პაპავა, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, ძარია (გვალია 62’), ნონიკაშვილი (ახალკაცი 61’), კვირკვია, მარცვალაძე (მაშუკოვი 77’), მოდებაძე (კაპ.).
სათადარიგო: მუჯრიშვილი, ლომიძე, ღონღაძე, სამხარაძე, გვალია, ახალკაცი, მაშუკოვი.
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

„ტორპედო“: თევდორაძე, ადამაძე (კაპ.), მამასახლისი, კირკიტაძე, სიჭინავა, კუხიანიძე (კაპანაძე 58’), კლიმიაშვილი (კახელიშვილი 70’), გოგუაძე (შინდაგორიძე 46’), ნერგაძე, ქიმაძე, ოდიკაძე.
სათადარიგო: ხაინდრავა, კაპანაძე, შინდაგორიძე, ბაბუნაშვილი, კახელიშვილი, ტაბატაძე, კვერნაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია.

გოლები: მოდებაძე (76“; 84’) 0:2.
გაფრთხილებები: კლიმიაშვილი(27’), ფალავანდიშვილი (51’), ნავალოვსკი (62’), კვირკვია (87’), სიჭინავა (90’).
მთავარი მსაჯი: ჯენერი ხორავა.

გორის დილას ფეხბურთელების ფოტო სტადიონიდან :
ტორპედო (ქუთაისი) 0 - 2 დილა (გორი)


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (275)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა