ჰიმნი და ოვაციები აეროპორტში - როგორ დახვდნენ მსოფლიო ჩემპიონ ლადო ხინჩეგაშვილს თბილისში

ჰიმნი და ოვაციები აეროპორტში - როგორ დახვდნენ მსოფლიო ჩემპიონ ლადო ხინჩეგაშვილს თბილისში

17-09-2015, 16:57

მსოფლიო ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს თბილისის აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ. ლას-ვეგასში, თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარაზე ხინჩეგაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქართველმა ფალავნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 4 მედალი - ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო მოიგეს და შესაბამისად, რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის 4 ლიცენზიაც მოიპოვეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში ერთდროულად დაბრუნდნენ როგორც ქართველი მოწიდავეები, ისე კალათბურთელები. ევრობასკეტიდან დაბრუნებულმა კალათბურთელებმა მოჭიდავეებს გამარჯვება მიულოცეს.

ავტორი: ვაჟა სიმონიშვილი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით