Image

,,ბარსელონა" მერვედფინალშია

ვიდეო 25-ნოე, 09:579 FCB 2848


















,,ბარსელონა" მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩაფრინდა ათენში ,,პანათინაიკოსთან" შესახვედრად. ბერძნები ცხრილში ორი ქულით მესამე ადგილზე იყვნენ და გასვლის შანსი ფაქტიურად არ ჰქონდათ. ,,ბარსელონას" კი აუცილებლად უნდა მოეგო ეს მატჩი რათა ცხრილის სათავეში მოქცეულიყო.

ბერძნებმა თამაში 4-5-1 ტაქტიკა აირჩიეს. კარებს იცავდა ცორვასი. ვინტრა, ბუმსონგი, კანტე და სპიროპოლუსი მცელებად მოგვევლინნენ. თავდასხმაში ერთადერთ სისეს კი პასებით 5 ნახევარმცველი ამარაგებდა: ჟილბერტო სილვა, ლუის გარსია, მარინოსი, კაცურანესი, ქრისტოდულოპულოსი.

,,ბარსელონამ" კი ჩვეული ოქროს ტაქტიკით 4-3-3 აირჩია. კარებს იცავდა ვიკტორ ვალდესი. მცველები ხერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, დანი ალვეში და ადრიანო იყვნენ. მოედნის ცენტრს განაგებდნენ ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და ხავიერ მაშერანო. წინ კი უტევდაკი ლიონელ მესი, დავიდ ვილია და პედრო.

,,ბარსელონა" მერვედფინალშია


თამაშის დაწყებიდან 5 წუთის გასვლის შემდეგ თამაში ისე წარიმართა თითქოს ,,ბარსელონა" ამ თამაშს ვერ მოიგებდა. ამას მოჰყვა პიკესა და ვალდესის შეუთანხმებელი მოქმედება, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ბლაუგრანას კარს. უნდა აღვნიშნოთ სისეს გარღვევაც, სადაც კარლეს პუიოლმა ხელის აწევით ანიშნა თამშგარე მდგომარეობა, თუმცა ფრანგს პიკე კარგად გაუმკლავდა.

26-ე წუთზე ადრიანომ მისცა თანაგუნდელებს ანგარიშის გახსნის ძალიან კარგი შანსი. ადრიანომ საჯარიმოს მარცხენა ფლანგიდან კარგად მოჭრა და დაარტყა კარისკენ,მაგრამ ცორვასმა მისი გუნდი გოლისგან იხსნა. მოგვიანებით, დანი ალვეშისა და პედროს არაჩვეულებრივი კონბინაციით ამ უკანასკნელმა გოლი გაიტანა ანგარიში 0-1.

,,ბარსელონას" ბურთის ფლობის 70% ჰქონდა პირველ 30 წუთში. ასევე მათ არ გამოიყენეს რამდენიმე კარგი შანსი. ამ თამაშში მესი პასიური იყო, თუმცა მისი ბურთთან შეხება არაჩვეულებრივ დრიბლინგს და ჩვეული ფინტების პატარა სპექტაკლს ასახავდა.

მატჩის მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად წარიმართა. 53-ე წუთზე ადრიანო შეეცადა კვლავ ბერძნების დალაშქვრას, თუმცა აქაც ცორვასის კარგი თამაშით გუნდი საბოლოო კრახს ააცილა. მეორე გოლი უფრო აუღელვებელი პასების ხარჯზე გავიდა. კომბინაცია მესის და ალვეშის პასებით დაიწყო.ბურთი ჩავიმ მიიღო, რომელმაც ბურთი ინიესტას პირდაპირ საჯარიმოში ჩაუწოდა. ინიესტა კარგად გაუმკლავდა მცველებს და ადრიანოს მისცა უმშვენიერესი პასი. ადრიანომაც აღარ აცალია ბურთს გაჩერება და ერთი შეხებით ბურთი მესის დაუბრუნა. დანარჩენს ალბათ თვითონ მიხვდებით. ანგარიში 0-2.

,,ბარსელონა" მერვედფინალშია


5 წუთის შემდეგ ალვეშმა ძალიან კარგად ჩაუწოდა ინიესტას. ინიესტას გადაწყვეტილი ჰქონდა კარშ დარტყმა, თუმცა იქვე მიირბინა პედრომ. ამ უკანასკნელმა მიიღ ბურთი და ანგარიში 0-3.

5 წუთში 2 გოლი. ასეთი კრახი ,,ალმერიამ" განიცადა რამდენიმე დღის წინ ,,ბარსელონასთან" მატჩში. გოლის შემდეგ გვარდიოლამ ჩავი კეიტათი ხოლო პიკე აბიდალით შეცვალა. რამდენიმე წუთის შემდეგ ადრიანო მაქსველმა შეცვალა.

დარჩენილი 15 წუთიც ისე წარიმართა როგორც მთელი მატჩი. ,,ბარსელონა" ბურთს თითქმით 80 %ით ფლობდა. ამ მატჩში ვიკტორ ვალდესს ნაკლები სადარდებელი ჰქონდა, მაგრამ ვინ იცის ფრანგ სისეს რომ შეეცვალა ანგარიში, როგორ წარიმართებოდა თამაში.

ყაზანის ,,რუბინმა" 1-0 დაამარცხა ,,კოპენჰაგენი". ეს იმას ნიშნავს, რომ ,,ბარსელონამ" არა მარტო გადის ჯგუფიდან , არამედ ჯგუფის ლიდერად მოგვევლინა. ამასთან პეპ გვარდიოლას შეუძლია დაასვენოს ძირითადი გუნდის ფეხბურთელები ,,რუბინთან" მატჩში და შანსი ახალგაზრდებს მისცეს.

აქვე შემოგთავაზებთ ვიდეოს, რომელიც მატჩის საუკეთესო ეპიზოდებს ასახავს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (262)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა