აირჩიეთ გუნდი:

კრივში მსოფლიოს ჩემპიონ ქალს ქმარი თავს დაესხა



პროფესიონალურ კრივში მსოფლიოს ჩემპიონი ქალის კრისტი მარტინის ქმარმა, ჯიმ მარტინიმ მეუღლეს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით ჭრილობები მიაყენა. მარტინი ცოლს სამშაბათს, 23 ნოემბერს დაესხა თავს, როცა ის ორდღიანი არყოფნის შემდეგ შინ დაბრუნდა. ამჟამად სპორტსმენი ქალი საავადმყოფოში იმყოფება.

42 წლის მარტინი და მისი 66 წლის მეუღლე ფლორიდის შტატის ქალაქ აპოპკაში ცხოვრობენ. ქმრის თავდასხმის შემდეგ დაჭრილმა კრისტიმ სახლიდან გასვლა მოახერხა, მანქანა გააჩერა და მძღოლს თავი საავადმყოფოში მიაყვანინა. მსოფლიოს ჩემპიონმა პოლიციას უამბო, რომ ჭრილობები საკუთარმა ქმარმა მიაყენა.

ცნობა მარტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ ვრცელდება. ინტერნეტგამოცემა boxingscene.com-ის ინფორმაციის მიხედვით, სპორტსმენმა ჭრილობები ”ტორსისა და მარცხენა ფეხის არეში" მიიღო. რაც შეეება ჯიმი მარტინს, ის მიმალვაშია და ამჟამად პოლიცია ეძებს.

კრისტი მარტინი ქალთა პროფესიონალური კრივის ისტორიაში ერთერთ ყველაზე პოპულარულ წარმომადგენლად ითვლება. 1997 წელს მან მაიკ ტაისონისა და ევანდერ ჰოლიფილდის ბრძოლის წინ, რომელშიც ტაიოსნმა მეტოქეს ყური მოაჭამა, ”გასახურებლად” იჩხუბა.

2003 წელს კრისტიმ მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონის მუჰამედ ალის ქალიშვილისგან, ლეილა ალისგან მარცხი იწვნია. 2009 წლის თებერვალში მან დაკოტა სტოუნი დაამარცხა და WBC-ის (მსოფლიო საკრივო საბჭო) ვერსიით მსოფლიო ჩემპიონი გახდა პირველ საშუალო წონაში.

აღსანიშნავია, რომ მოძალადე ჯიმი თავისი მეუღლის მწვრთნელი და მენეჯერი იყო.

 
Загрузка...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

0

1972
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

დღის სიახლეები

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.