250 სტუმარი, 350 პოლიციელი - მესისა და ანტონელას ქორწილის ამსახველი ულამაზესი სანახაობა

ვიდეო 01-ივლ, 13:129 Sportnews 6076 0






30 ივნისს, არგენტინის ქალაქ როსარიოში "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, 30 წლის ლიონელ მესისა და 29 წლის ანტონელა როკუცოს ქორწილი გაიმართა.

ქორწილში 250 სტუმარი იყო მიწვეული, რომელთა შორის, ლიონელისა და ანტონელას ნათესავების გარდა, იყვნენ ფეხბურთელის ბავშვობის მეგობრები და თანაგუნდელები: ნეიმარი, ლუის

სუარესი, ჟერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, გონსალო იგუაინი, სერხი აგუერო და სხვები.

ქორწილის უსაფრთხოებაზე 350 პოლიციელმა და დაცვის კერძო ფირმამ იზრუნა, მის გაშუქებაზე კი 150 ჟურნალისტი მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ მესიმ სტუმრებს სთხოვა, საჩუქრების ნაცვლად, თანხა მის საქველმოქმედო ფონდში ჩაერიცხათ, რომელიც ბავშვთა ჯანდაცვასა და განათლებაზე ზრუნავს.ლიონელი და ანტონელა ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. ამჟამად წყვილს ორი ვაჟი - 4 წლის ტაიგო და ერთი წლის მატეო ჰყავს.

წყარო : palitravideo.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018